სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ:
ზურაბ თურმანიძე - ექიმი;
თინათინ მღვდლიაშვილი - პოეტი, მხატვარი;
ჯენარო ქრისტესაშვილი - ექიმი-რეპროდუქტოლოგი;
ნოდარ ჩხარტიშვილი - ბიოლოგი;
ბაკურ კიღურაძე - არქიტექტორი;
ოთარ გაბელაშვილი - ინჟინერი;
გივი ჭიჭინაძე - ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი;
თენგიზ გუგეშაშვილი - ქირურგი;
გოგა პიპინაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი;
თომზირ ცომაია - სპორტსმენი;
თინა მგალობლიშვილი - დიქტორი, მსახიობი;
დავით ევგენიძე - კომპოზიტორი, პიანისტი;
ზურაბ აბაშიძე - დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი;
არჩილ გოგელია - მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი;
თეიმურაზ ჩიგოგიძე - ექიმი-უროლოგი;
ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძე - გამომცემელი, მეცენატი;
გიორგი ბურჯანაძე - ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი;
ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი - ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე;
ნუგზარ კვაშალი - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;
რომან (რომა) რცხილაძე - მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი;
თინათინ ბუკია - ექიმი, პედაგოგი;
ნოდარ მითაგვარია - ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი;
ნანული აბესაძე - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;
მანანა თოდაძე - მომღერალი, მსახიობი;
ნანული სარაჯიშვილი - კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;
ლეილა მუმლაძე - მუსიკოსი, პედაგოგი;
თამაზ მოლაშვილი - მუსიკოსი;
ნიკოლოზ შენგელაია - მხატვარი;
მალხაზ დოლიძე - პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
ჯიმი ყიფიანი - იურისტი.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.
კახა კალაძემ დაჯილდოებულ მოქალაქეებს საპატიო თბილისელის წოდების სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.
დღეს და ხვალ „თბილისობის“ დღესასწაული გაიმართება.
დედაქალაქი სახალხო დღესასწაულ „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, სადაც ყველა ასაკის მოქალაქის გემოვნება იქნება გათვალისწინებული.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, „თბილისობის“ მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება.
„რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მოსულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. ორივე ლოკაციაზე მოეწყობა ღია კინოთეატრი, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. დღის განმავლობაში, ასევე, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. გარდა ამისა, რიყის პარკში საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დაგხვდებათ, ხოლო აბანოთუბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენა-გაყიდვა - „თბილისური მრავალფეროვნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, „თბილისობის“ ერთ-ერთი გამორჩეული საღამო - თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე 2025 წლის „თბილისობა“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება.
„მინდა, დაგპატიჟოთ ყველა - დიდი თუ პატარა ამ ლამაზი დღეების აღსანიშნავად. ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. გელოდებით, ერთად ჩავერთოთ სახალხო ზეიმის ფერხულში და ერთად ვეზიაროთ თბილისურ მრავალფეროვნებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისობის პროგრამა ასე გამოიყურება:
ორბელიანის მოედანი
20-21 სექტემბერი
12:00-22:00
ღია კინოთეატრი
შემოდგომის ნუგბარი
ყველის და ღვინის კუთხე
ქალ მეწარმეთა ასოციაცია
კაფე „ლაღიძის წყლები"
სამეწარმეო მარკეტი
თემატური ფოტოზონები
ტკბილეულის სივრცე
კვების ზონა
საბავშვო კონცერტები
საბავშვო/გასართობი აქტივობები
თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები
საღამოს კონცერტები
ელექტრონული მუსიკა
ორბელიანის მოედნის მუსიკალური პროგრამა
20 სექტემბერი - იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)
12:00 - ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა
13:00 - ნუკრი კაპანაძის სტუდია
14:00 - „მეკო სტუდიის“ კონცერტი
15:00 - „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი
20 სექტემბერი - გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)
14:00 - თბილისის ბიგ-ბენდის კონცერტი
20:00 – თეატრალიზებული წარმოდგენა “თეატრალური თბილისი“
20 სექტემბერი - ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი
16:00 - ელექტრონული მუსიკა (DJ) - KERESELIDZE
19:00 - ელექტრონული მუსიკა (DJ) - MACHAIDZE
21 სექტემბერი - იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)
12:00 - „Sunny Studio”- ს კონცერტი
13:00 - „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი
14:00 - ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი
15:00 – სტუდია „ნუცას სკოლის“ კონცერტი
21 სექტემბერი - გიორგი ათონელის ქუჩა(საღამოს კონცერტების სცენა)
20:00 - საათი - ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი
21 სექტემბერი - ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი
16:00 - ელექტრონული მუსიკა (DJ) – MACHAIDZE
19:00 - ელექტრონული მუსიკა (DJ) - KERESELIDZE
აბანოთუბანი
20 და 21 სექტემბერი
12:00 - გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“
რიყის პარკი
20 და 21 სექტემბერი
12:00 – 22:00
გასტრონომიული ფესტივალი
სამეწარმეო მარკეტი
ტკბილეულის ფესტივალი
ღვინის და ყველის სივრცე
ლუდის ზონა
დეკორატიული თაღი და ხეივანი
ატრაქციონები
ღია კინოთეატრი
თემატური დეკორაციები, ინსტალაციები და ფოტოზონები
თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები
ზღაპრის გმირების მსვლელობა
სხვადასხვა საბავშვო - გასართობი აქტივობები
სპორტული აქტივობები: ქართული ჭიდაობა, კრიობა, ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი გოლფი.
საბავშვო კონცერტები
საღამოს კონცერტები
რიყის პარკის მუსიკალური პროგრამა
20 სექტემბერი - საბავშვო კონცერტები
12:00 – „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი
13:00 - სტუდია „ნუცას სკოლას“ კონცერტი
14:00 - ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი
15:00 – „ანა-ბანას“ სტუდიის კონცერტი
20 სექტემბერი
18:00 - ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
21 სექტემბერი - საბავშვო კონცერტები
12:00 - ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა
13:00 - ანსამბლ „სი მი“-ს კონცერტი
14:00 - „ქენდი სტუდიოს“ კონცერტი
15:00 - „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი
21 სექტემბერი
18:00 - ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
21 სექტემბერი - ევროპის მოედანი
20:00 - საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“
თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდების, ასევე, სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამებს მომავალშიც გააგრძელებს.
ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დედაქალაქის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს თანაბარი წვდომა ყველა მუნიციპალურ შეთავაზებასა და სერვისზე. ყველა მუნიციპალურ უწყებაში, როგორიცაა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლე, მულტიფუნქციური ცენტრები, სახელოვნებო სკოლები და სპორტული ობიექტები, მოქმედებს სუბსიდირების პროგრამა, რათა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა აღნიშნულ შეთავაზებაზე. მომდევნო წლებში 40 000 ბავშვი და მოზარდი ისარგებლებს ამ ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტისთვის ასევე მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, გაგრძელდება სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში სწავლა 20 000-მდე სტუდენტს დაუფინანსდება. მისი განმარტებით, დაფინანსებას მიიღებენ როგორც სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახიდან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი.
გარდა ამისა, როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, სოციალური და ჯანდაცვის ყველა არსებული პროგრამა გაგრძელდება რაიონულ გამგეობებშიც.
„გამგეობები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აღნიშნულ მიმართულებაში. ისინი მოწოდებულნი არიან, რომ არსებული საჭიროებები დაფარონ. გამგეობებში ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა მოქმედებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. მათ შორის, ხდება ათასობით ოჯახის ქირით უზრუნველყოფა, ასევე, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება ფორსმაჟორის დროს, როდესაც ადამიანი რჩება ღია ცის ქვეშ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ყველა რაიონში მოქმედი უფასო სასადილოების პროგრამა, სააღდგომო და საახალწლო ნობათების გაცემა და საჭიროების შემთხვევაში, შეშით უზრუნველყოფა“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.