სამგორის რაიონს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება.
სამუშაოები ვარკეთილის ზემო პლატოზე, თრიალეთის ქუჩაზე 15 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული უსახური ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა.
ამ ეტაპზე მონტაჟდება გარე განათება და სარწყავი სისტემა. ეწყობა მოსასვენებელი სივრცე, საპარკინგე ადგილები, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები. ტერიტორია გამწვანდება ხე- მცენარეებით და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ კახა გულედანმა, გამგებელ კახა სამხარაძესა და მის მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად დაათვალიერა.
ლილოს დასახლების მე-4 კვარტალში, კორპუსი N 2-დან N3ა-ს მიმდებარე ტერიტორიამდე, ეზოს მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოების პარალელურად გზა იგება, ზურა ნამორაძის ქუჩის მე-4 კვარტალში, კორპუსი N12-ის მიმდებარედ.
პროექტების ფარგლებში, ჯამში, 3032 კვ.მ ფართობი კეთილმოეწყობა.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 139 003 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.