4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებამდე სულრამდენიმე დღე დარჩა. ყველაფერი გასარკვევი - უკვეგაირკვა!
პირველ რიგში ის, რომ „ლელო-ძლიერმასაქართველომ“ და გაერთიანებამ„გახარია-საქართველოსთვის“ მიიღეს აბსოლუტურადსწორი გადაწყვეტილება ამ არჩევნებშიმონაწილეობით.
და ეს არ ყოფილამონაწილეობა-მონაწილეობისთვის. ჩვენში ბევრს არესმის, რომ თვით საარჩევნო პროცესი არანაკლებმნიშვნელოვანია ვიდრე არჩევნები თავისთავად დამისი შედეგიც კი, რადგან საარჩევნო პროცესი მუდამქმნის პოლიტიკურ რეალობებს:
პარტიებს აქვთ ამომრჩევლებთან შეხვედრის დათავისი პოლიტიკური ნარატივის პოზიტიური„დამუშავების“ საშუალება; ისევე, როგორც ქვეყანაშიელექტორალური კულტურის განვითარებისა.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემმართებულად შენიშნა, რომ ქვეყანაში არსებობსმოქალაქეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი კატეგორია, რომელიც მუდამ მონაწილეობს არჩევნებში. ანუნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი პოლიტიკურიკატაკლიზმის დროს, რა მოწოდებებიც არ უნდაისმოდეს, რა პოლიტიკური რეალობაც არ უნდა დადგეს, ეს ამომრჩეველი აუცილებლივ მივა არჩევნების დღესსაარჩევნო ურნასთან.
და რომ „დანაშაულზე უარესი შეცდომაა“, ოპოზიციურმა ძალამ მას არ შეუქმნას ალტერნატივა, რომელსაც მხარს დაუჭერს.
დაუშვებელია ამ ყაიდის ამომრჩევლისალტერნატივის გარეშე დატოვება ისე, რომ მასსაარჩევნო ბიულეტენში არსებული ხელისუფლებისრეალურად ოპოზიციური ძალის სახელი არ დახვდეს.
ეს აუცილებლად გამოიწვევს მის იმედგაცრუებასზოგადად პოლიტიკური პროცესის მიმართ დაოპოზიციასაც დაასუსტებს სამომავლოდ.
რამდენად ლეგიტიმურიც არ უნდა იყოს ბოიკოტისმომხრეთა არგუმენტები, არანაკლებ ლეგიტიმურიაარჩევნებში მონაწილეობის მიღება, რადგან ესმოთხოვნა საზოგადოებაში არსებობს! და სრულიადჯანსაღია.
ისევე, როგორც სრულიად ჯანსაღია იმ ლიდერებისშეხვედრა, რომლებიც ახლო წარსულში მკაცრად, ზოგჯერ სასტიკად აკრიტიკებდნენ ერთმანეთს: მამუკახაზარაძეს და გიორგი გახარიას პოლიტიკური (!) ურთიერთობის საკმაოდ რთული „ბეგრაუნდი“ აქვთ, თუმცა ევროპაში შეხვდნენ ერთმანეთს.
და რა არის აქ უჩვეულო, რაც არ ყოფილადამახასიათებელი ევროპული პოლიტიკურიკულტურისთვის? ათასობით მაგალითი შეგვიძლიამოვიყვანოთ ევროპის პოლიტიკური ისტორიიდან თუდღევანდელობიდან, როდესაც სხვადასხვა, ხშირადუსასტიკესად დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალთალიდერები რიგდებოდნენ (ქართული სიტყვიდან„მორიგება“ და არა აუცილებლად „შერიგება“) თუკიუფრო დიდი ღირებულება „დევს სასწორზე“.
სწორედ ამ პრეცედენტის შექმნა (ხელმოწერილიმემორანდუმის საფუძველზე), მიმდინარე საარჩევნოკამპანიის კიდევ ერთი პოზიტიური შედეგია, რომელიცსამაგალითოდ დარჩება ქართულ პოლიტიკაშიმიუხედავად არჩევნების შედეგისა.
ეს ორი პოლიტიკური ძალა რჩება კონკურენტებადპოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით, მაგრამ„აქ და ახლა“ ისინი მოკავშირეები არიან და საერთოკანდიდატები ჰყავთ.
„ამოსავალი“ აქაც საერთო მოწინააღმდეგისარსებობაა, რომელიც ქვეყანას ანტიდასავლურ ჭაობშიმიაქანებს.
თვით იმ სოციოლოგიური გამოკითხვებითაც კი, რასაც ხელისუფლება ატარებს „ლელოს“ და „გახარიას“ წარმატების რეალური შანსი აქვთ. უკვე წარმატებაიქნება მუნიციპალიტეტებში მძლავრი ოპოზიციურიცენტრების შექმნა და შემდეგ, მათი მეშვეობითპოლიტიკური პროცესის მართვა უფრო დიდი „ჩარჩოს“- მთელი ქართული პროევროპული ოპოზიციისინტერესებიდან გამომდინარე.
უნდა ითქვას, რომ „ლელომ“ ძლიერად წარმართასაარჩევნო კამპანია. და არა მხოლოდ „ძლიერად“, არამედ „პასუხისმგებლობიანადაც“.
ალბათ ძალიან რთული იყო თავის შეკავება იმგაუთავებელ თავდასხმებზე, თითიდან გამოწოვილბრალდებებზე, რაც სამწუხაროდ „ბოიკოტისტთა“ მხრიდან ისმოდა. „ლელო“ მათ თითქმის არუპასუხებდა რათა ზემოხსენებული „ჩარჩო“ და საერთოპროევროპული ოპოზიციური მოძრაობა არდაეზიანებინა.
ასევე ურთულეს პირობებში მოუხდა ბრძოლაპარტიას „გახარია-საქართველოსთვის“, რაკი მათილიდერი ფაქტობრივად გაძევებულია ქვეყნიდანუმძიმესი მუხლით დაპატიმრების მუქარით.
„ბოიკოტისტთა“ პოზიციები კი ძალიანმოწყვლადია: ორივე არჩევნებში მონაწილეპროდასავლურ პარტიას სულ იოლად შეეძლოთ„ეთამაშათ“ ამ აშკარად გამოკვეთილწინააღმდეგობაზე ანუ დაესვათ კითხვა: „ვინ იღებსპასუხისმგებლობას 4 ოქტომბერზე“?
არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ რევოლუციავერ განხორციელდება, არამედ შესაძლო შეტაკებებზედა ძალისმიერ მარცხზე რაც ბევრად უარესია, ვიდრეარჩევნებში ნაკლები წარმატების მიღწევა?
უარესია, რადგან ამგვარ „აფეთქებას“ შესაძლოამოჰყვეს ღრმა, მრავალწლიანი იმედგაცრუება, რომელიც წლობით გადაავადებს საერთო გამარჯვებას„არჩევნებშიც“ და „ქუჩაშიც“ თუ „მოედნებზე“.
ამგვარ საერთო-ეროვნულ აქციას უნდა ჰყავდესპასუხისმგებელი სუბიექტი - ინიციატორები, ვინც ამდღეს რევოლუციას და „იმავე დღეს ყველაფრისდამთავრებას“ აანონსებენ, პოლიტიკური აქტორები არარიან!
არც ერთ პარტიას არ აუხსნია 300 დღიანი უწყვეტიპროტესტის მონაწილეთათვის, რა ხდება 5 ოქტომბერს?როგორ უნდა მოექცეს „რევოლუციის შემდგომი“ საქართველო კონსტიტუციურ ჩარჩოებში? ვინ დაროგორ აიღებს პასუხისმგებლობას მოვლენათაშემდგომ განვითარებაზე როგორც საშინაო, ასევესაგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით?
სულ სხვა საქმე იქნებოდა, ოპოზიციას რომ მიეღოთავის დროზე მამუკა ხაზარაძის წინადადებაალტერნატიული სათათბირო ორგანოს (ერთგვარი„ეროვნული ასამბლეას“) შექმნის თაობაზე: რევოლუციურ პროცესში იგი იქცეოდა ამგვარალტერნატიულ „საყრდენ წერტილად“, თუმცა ესინიციატივა უარყოფილ იქნა აბსოლუტურად გაუგებარიმიზეზებით: უფრო ალბათ პიროვნული ამბიციებისა დაშეურიგებლობის გამო.
სამწუხარო რეალობაა, რომ „ოცნება“ ოსტატურადსარგებლობს ამ გაურკვევლობით - ფაქტობრივად არშედის დებატებში არსებით საკითხებზე.
გასაგებია, რომ ეშინიათ უშუალოდ „ჰარდთოლქებში“ დაჯდომა და კამათი, მაგრამ ისინი საერთოდ არ პასუხობენ კრიტიკულ არგუმენტებსშეუსრულებელი დაპირებების, მაგალითად თბილისშიარსებული სამშენებლო განუკითხაობის, უმძიმესიკარცეროგენული გარემოს, სატრანსპორტოკოლაფსის, კომუნალური ინფრასტრუქტურისსავალალო მდგომარეობის შესახებ.
არ პასუხობენ და ამ თემებზე არც კილაპარაკობენ, რაკი „სალაპარაკო“ მისცეს„ბოიკოტისებმა“: აქვთ საშუალება გაუთავებლად ილაპარაკონ ოთხი ოქტომბრის ე.წ. „სახელმწიფოგადატრიალებაზე“, დაემუქრონ ოპოზიციურადგანწყობილ ამომრჩევლებს ანუ ამით სცადონ ისადამიანებიც დააშინონ, ვინც აპირებს მივიდესარჩევნებზე და შეასრულოს მოქალაქეობრივი, პატრიოტული ვალი - ხმა მისცეს პროდასავლურძალებს, რომლებიც სამედნიეროდ, მონაწილეობენარჩევნებში ესე იგი ქმნიან საარჩევნო ალტერნატივას
სამწუხაროდ, პროდასავლური ოპოზიციისმნიშვნელოვან ნაწილს დღემდე არ ესმის, რომრადიკალიზმი პოლიტიკური ტაქტიკა არ არის. რადიკალიზმი და პოლიტიკური პროცესის სრულიგაუქმების მცდელობა, მათ შორის „რევოლუციურიმოწოდებები“, ესაა „გზა არსაით“.
მით უმეტეს, რომ ვერ გამოიკვეთა მტკიცედკონსოლიდირებული ალტერნატიული, თუნდაცმრავალპარტიული, მაგრამ ხალხისთვის გასაგები დამისაღები პოლიტიკური ძალა.
და იმ საკაცობრიო ჭეშმარიტების ბოლომდეგააზრების ნაკლებობაც ჩანს, რომ არჩევნებიდემოკრატიული სახელმწიფოს ცხოველმყოფლებისერთადერთი საშუალებაა.
ამდენად ყოვლად დაუშვებელია ამ ღირებულებისდისკრედიტაცია.
დემოკრატიული საქართველოს ისტორია 4 ოქტომბერს არც მთავრდება და არც იწყება „სუფთაფურცლიდან“.
მიხეილ გეწაძე
აფხაზეთის საზოგადოებრივმა პალატამ პარლამენტი საარჩევნო სისტემის რეფორმის მიმართ წინააღმდეგობაში დაადანაშაულა. დეპუტატებმა საპასუხო განცხადებაში საკუთარ მიუკერძოებლობას გაუსვეს ხაზს.
ერთადერთი, ვინც ღიად გამოხატა პოზიცია, იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დაუთ ხუტაბა, რომელმაც განაცხადა, რომ პირადად ის რეფორმას ეწინააღმდეგება.
პროექტის მიხედვით, საარჩევნო სისტემის რეფორმა მაჟორიტარული მოდელიდან შერეულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. ეს წინადადება პარლამენტთან სპეციალურად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში წარმოადგინა.
კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების ოთხი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რომელსაც პრეზიდენტის კომისია ბოლო ათწლეულის განმავლობაში ახორციელებდა, მეხუთე ინიციატივა პარლამენტმა აიღო საკუთარ თავზე და ამ მიზნით დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი შეკრიბა.
სამუშაო ჯგუფმა საბოლოოდ წარმოადგინა რეფორმის პროექტი, რომელიც დეპუტატებს მხოლოდ ნაწილობრივ მოეწონათ. მათ მხარი დაუჭირეს ე.წ. პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის უფლებამოსილებების გადანაწილების იდეას, თუმცა უარყოფითად შეაფასეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება.
საზოგადოებრივმა პალატამ, რომელიც ამ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო, პარლამენტარები მკაცრად გააკრიტიკა და მათ “ვიწრო ინტერესების“ დაცვაში დასდო ბრალი, რადგან წინააღმდეგობას უწევენ შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.
საზოგადოებრივი პალატის ბრალდებების შემდეგ, პარლამენტმა მკაცრად უარყო ვარაუდი, თითქოს დეპუტატები საარჩევნო რეფორმას პირადი ინტერესების გამო ეწინააღმდეგებიან.
“ჩვენი მთავარი ამოცანაა ხალხის სამსახური და მათი ინტერესების უზრუნველყოფა. მზად ვართ ნებისმიერი ცვლილებისთვის, რომელიც გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და გაზრდის მოქალაქეთა ნდობას საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის და მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა კონსტრუქციულ ძალას, რომლის წინადადებებიც შესაძლებელია განხორციელდეს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით,“ – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით დეპუტატთა საერთო პოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დაუთ ხუტაბა გამოეყო. მან ღიად განაცხადა, რომ არსებული მოდელის შეცვლას არ დაუჭერს მხარს.
ხუტაბას თქმით, მოქმედი სისტემა “დასახვეწია და არა დასამხობი“. მისთვის უფრო სასურველი ცვლილებაა დეპუტატობის კანდიდატებზე მოთხოვნების გამკაცრება – მათ შორის, უმაღლესი განათლებისა და შრომითი სტაჟის აუცილებლობა.
ის ასევე მხარს უჭერს ასაკობრივი ზღვარის გაზრდას (ამჟამად დეპუტატობის კანდიდატს 25 წელი უნდა ჰქონდეს შესრულებული).
“შედეგი დროთა განმავლობაში გამოჩნდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილებები სერიოზული ნაბიჯია ჩვენი მოწვევის პარლამენტისთვის. ყველა ამ ზომამ უნდა გააუმჯობესოს პარლამენტის ხარისხი და მუშაობის დონე.
რაც შეეხება საარჩევნო სისტემის რადიკალურ შეცვლას, ერთ მოწვევაში მიმართულების უეცარ შეცვლას შეცდომად მივიჩნევ.“ – განაცხადა ხუტაბამ.
წყარო: Jamnews
ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი გუშინ იუტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მოკლეს. კირკს უცნობმა თავდამსხმელმა ერთ-ერთი შენობის სახურავიდან სნაიპერული ტიპის იარაღით ესროლა და მიიმალა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. პოლიციამ მომხდარიდან მალევე ორი ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა ამ დროისათვის ორივე მათგანი თავისუფალია.
ჩარლი კირკი იუტის შტატში, ქალაქ ორემში იუტის საუნივერსტიტეტო კამპუსში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც ფატალური გასროლა მოხდა. ღონისძიებას 3,000-მდე ადამიანი ესწრებოდა.
კირკის მკვლელობას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს ამ და სხვა სახის პოლიტიკური ძალადობის ჩამდენი პირებისა და მათი ხელშემწყობი ორგანიზაციების გამოსავლენად. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილი მომხდარს ქვეყანაში ულტრამემარცხენე ორგანიზაციების გაძლიერებას უკავშირებენ.
ჩარლი კირკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი და დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო. კირკმა 18 წლის ასაკში საზოგადოებრივი მოძრაობა, Turning Point-ი (ქართ. გარდამტეხი მომენტი) დააფუძნა, რის მიზანსაც ლიბერალურად განწყობილ ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში კონსერვატორული იდეალების გავრცელება წარმოადგენდა. ამ მიზნით ჩარლი კირკი სტუდენტებს სხვადასხვა საკითხზე მასთან დებატებს სთავაზობდა. იუტის უნივერსიტეტში გამართული ღონისძიება აღნიშნული ორგანიზაციის ტურის ფარგლებში დაგეგმილი 15 შეხვედრიდან პირველი იყო.
ჩარლი კირკმა ძირითადი საქმიანობა 2012 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევის შემდეგ დაიწყო. მისიას კი სტუდენტებში ფინანსური პასუხისმგებლობის, თავისუფალი ბაზრებისა და შეზღუდული მთავრობის ადვოკატირება წარმოადგენდა. სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები ჩარლი კირკს 850-ზე მეტ კოლეჯში აქვს ჩატარებული.
როგორც ხშირად აღნიშნავენ, კირკმა დიდი წვლილი შეიტანა დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევაში. ამის ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავთ ის, რომ მისი ძალისხმევით პოლიტიკურად მერყევ შტატში, არიზონაში ათიათასობით ახალი ამომრჩეველი დარეგისტრირდა. შესაბამისად, კირკს ტრამპის გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ კონტრიბუტორად მიიჩნევენ. მასა და დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობა ტრამპის გამარჯვების შემდეგ დამყარდა, როდესაც კირკი მის ინაუგურაციას დაესწრო. მას შემდეგ ჩარლი კირკი ტრამპთან თეთრ სახლში ხშირად სტუმრობდა. კირკი დონალდ ტრამპ უმცროსთან ერთად გრენლანდიაშიც იმყოფებოდა.
წყარო: Forbes.Ge
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში შეაფასა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში. მისი თქმით, დონალდ ტრამპსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებები განსაკუთრებული იყო და მათი მთავარი თემა უკრაინისთვის სამხედრო თავდაცვის გარანტიების მიცემა გახდა.
პოსტში აღნიშნულია, რომ ტრამპი და ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინისთვის ისეთი ტიპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რომელიც ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლს ჰგავს.
"პრეზიდენტ ზელენსკის ტრიუმფი ვაშინგტონში!
ტრამპი - ზელენსკის მოლაპარაკებები ჰგავდა ორი შეყვარებულის შეხვედრას. უპრეცედენტო შეხვედრაზე მთავარი თემა იყო უკრაინისთვის ამერიკის და ევროპის სამხედრო თავდაცვის გარანტიების მიცემა, რაზეც ტრამპი და ევროპელები შეთანხმდნენ და ეს ნიშნავს ნატოს სამოკავშირეო ხელშეკრულების მე-5 პუნქტის ტიპის დაცვის მოპოვებას.
პუტინი დათანხმდა ზელენსკისთან შეხვედრას, სინამდვილეში მას სხვა გამოსავალიც არ აქვს, ვინაიდან რუსეთის ბიუჯეტში ისტორიაში ყველაზე დიდი დეფიციტია. ფრონტზე რუსები არათუ წინ ვერ მიიწევენ, არამედ ახლა უკრაინაა შეტევაზე. უბრალოდ, პუტინი ცდილობს ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს.
თუმცა, ეს ყველა შემთხვევაში საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ყველაზე დიდი მარცხია, რასაც აუცილებლად მოყვება დიდი ცვლილებები ჩვენთან რეგიონშიც" - წერს სააკაშვილი.