„ომის პარტიამ“ რუსთაველის გამზირზე მოაწყო ომის მცირე იმიტაცია. რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველზე - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი.
„ჩვენ, მთავრობის წინა სხდომა გვქონდა 2 დეკემბერს, მაშინ იყო დაძაბული სიტუაცია, ეს იყო ძალადობრივი მიტინგების მეოთხე დღის მომდევნო დილა და მაშინ რადიკალურ ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰქონდა ესკალაციის საკმაოდ დიდი რესურსი. მათ მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე ომის იმიტაცია, „ომის პარტიამ“ მოაწყო ომის მცირე იმიტაცია. რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ შსს-ს დასჭირდა ზუსტად 5 დღე იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შსს-ს, ბატონ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს ამ დღეების განმავლობაში, მთლიანობაში, შსს-მ იმოქმედა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და სწორედ, ასე აღიკვეთა „მაიდნის“ მცდელობა ჩვენს ქვეყანაში, ზუსტად 5 დღეში. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რაზეც გამოძიება დაწყებულია.
გუშინ, შსს საერთოდ არ იყო გამოსული პარლამენტის გარშემო პერიმეტრზე და მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული, აქაც იყო ძალადობის მთელი რიგი შემთხვევები, იყო თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, შუშები ჩაამტვრიეს, 10-ზე მეტი ფანჯრის შუა ჩაამტვრიეს შენობაში, იყო ცეცხლის გაჩენის მცდელობა, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არსებითად ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული და კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს ამისთვის. გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს დაზიანების რესურსი რადიკალურმა ძალებმა მთლიანად ამოწურეს ჩვენს ქვეყანაში.
გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე. წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი, ყველა ერთად, 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს. ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი - შინაარსისგან არის დაცლილი პროტესტი რუსთაველის გამზირზე. რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქტიურად ჟღერდება, ეს არის მოძალადეების გათავისუფლება და ამ მოთხოვნის დაყენებითაც შესაბამისი ძალები ადასტურებენ იმას, რომ სინამდვილეში ძალადობის უკან იდგნენ სწორედ ისინი და ისინი არიან ლოიალურად განწყობილი ამ ძალადობის მიმართ, რბილად რომ ითქვას ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
20 იანვრიდან ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი და ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ეს დადებითად უნდა აისახოს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ მომენტს სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, რადგან მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა.
„20 იანვრიდან ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი და ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ეს დადებითად უნდა აისახოს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც, შესაბამისად, ქართული საზოგადოება მთლიანად დიდი ოპტიმიზმით ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამ მომენტს სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად, მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდება აშშ-ში, ვფიქრობ, რომ ასევე ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერმა.
შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი - შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს.
„რამდენიმე დღეა, ყველამ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ ჩავარდა. ძალადობრივი რესურსი პრაქტიკულად ამოეწურა მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად, მაიდნის ორგანიზების არავითარი შესაძლებლობა მათ აღარ აქვთ. შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი - შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს. რას აპროტესტებენ, ვეღარავინ ვეღარ ამბობს, ყველამ გაიგო კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია და იმას ვერ ითხოვენ, რაც გულში უდევთ, მეცხრე არჩევნები წააგეს უკვე, არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ამ მოთხოვნას ვერ აყენებენ, შესაბამისად, რჩება შინაარსისგან დაცლილი შეკრება. ასეთ პირობებში არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს, არის მილევად რეჟიმში და ყველაფერი დასრულდება უსახელოდ მათთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ვინმე თუ ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად სწორედ გმირი პოლიციელები არიან, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გმირი პოლიციელების წინააღმდეგ მიმართული უხეში და სისტემური ძალადობის და მათი შეურაცხყოფის დაგმობა.
„მინდა, შეგახსენოთ, თუ ვინმე ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად სწორედ ეს გმირი პოლიციელები არიან. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის. 10-ზე მეტ პოლიციელს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ეს არის მარტო ისეთი შემთხვევები, სადაც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. არის უამრავი დაზიანებები ფაქტი პოლიციელების მხარეს, არავითარი დაგმობა არ განხორციელებულა ასეთი ძალადობის მიმართ. პოლიციელებს უწევთ, აიტანონ უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათ მედიასაშუალებები მათ უწოდებენ შავრაზმელებს, რუსულ ომონს და ა.შ. რაც უბრალოდ სამარცხვინოა, ესეც არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება“, - განახცადა პრემიერ-მინისტრმა.
ერთმნიშვნელოვნად, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაარის პროვოკაცია, რომელიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა გავაკეთო განცხადება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად, ეს არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამართავს ბრიფინგს, სადაც დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა. ასეთი ფაქტები ხელს აძლევს მხოლოდ რადიკალებს, რომელთა მთავარი მიზანი არის ვითარების ხელოვნურად დაძაბვა ჩვენს ქვეყანაში და დედაქალაქში.
საზოგადოებას ჰქონდა ძალიან ჯანსაღი და სწორი რეაქცია ამ ძალადობასთან დაკავშირებით რაც გუშინ ვიხელეთ და მინდა, საზოგადოების თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო ამ ჯანსაღი რეაქციისთვის. აქვე მინდა, ყველას მოვუწოდო, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა.
მინდა შეგახსენოთ ძალადობა, რომელიც განხორციელდა „პოსტვ“-ის ჟურნალისტის, ქალბატონი სალომე გობრონიძის წინააღმდეგ, ახალგაზრდა, 20 წლის გოგოს, რომელსაც პრაქტიკულად ალყა შემოარტყეს ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე და მიაყენეს უმძიმესი შეურაცხყოფა. ეს ძალადობა თავის დროზე არა თუ არავის არ დაუგმია, პირიქით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებდნენ პოზიტიური კონტექსტში ამ ვიდეოკადრებს და მახსოვს, დაახლოებით 3 000 „ლაიქი“ დაუგროვდა შესაბამის ვიდეოს, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი რადიკალი ხელოვანის მიერ, რომელიც ხელოვნების სფეროში შეიძლება ნიჭიერია, მაგრამ არ ეყო კაცობა იმისათვის, რომ ქალზე ძალადობის ვიდეო პოზიტიურ კონტექსტში არ გაეზიარებინა. გამაოგნებელი ის არის, რომ 3 000-მა ადამიანმა მოიწონა, ესენი არიან „ნაცები“, რა თქმა უნდა, ჟურნალისტზე ძალადობა გმირთა მოედანზე.
მინდა შეგახსენოთ მეგი ნარსავიძის შემთხვევა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ, არც არის გასული ერთი თვე, ვიხილეთ ვაკეში, თუ არ ვცდები მელიქიშვილის გამზირზე განხორციელდა ეს ძალადობა, ამ შემთხვევაშიც, მოძალადე ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე, დაახლოებით 100-200 ადამიანი. აქაც, პრაქტიკულად, ალყაში იყო მოქცეული „იმედის“ ჟურნალისტი და მის მიმართ განხორციელდა უმძიმესი ძალადობა. მახსოვს, აქ ტარდებოდა ბრიფინგი, მე ვატარებდი ბრიფინგს, როდესაც აქვე, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ტელევიზიების ჟურნალისტებს ვთხოვეთ დაეგმო მეგი ნარსავიძის წინააღმდეგ ძალადობა, არცერთმა არ დაგმო. რა თქმა უნდა, ასეთი ორმაგი სტანდარტი არის სრულიად მიუღებელი.
ასევე თქვენ გახსოვთ „პოსტვ“-ის ჟურნალისტზე, ნათია ბერიძეზე და მის ოპერატორზე უხეში თავდასხმა. ამ თავდასხმის ავტორი იყო მეგის ქარდავას ყოფილი მარჯვენა ხელი, ერთ-ერთი „ნაციონალი“ ზონდერი, რომელიც ახლა არის გვარამიას პარტიის წევრი. იყო ძალიან უხეში ფორმით გამოხატული თავდასხმა, როგორც ნათია ბერიძეზე, ასევე მის ოპერატორზე, თუმცა იქაც არავითარი დაგმობა ჩვენ არ გვახსოვს.
შემდეგი, გივი კუჭავა, ეს არის „იმედის“ ჟურნალისტი, რომელზეც ორკებმა იძალადეს რამდენიმე დღის წინ და არავითარი რეაქცია არ ყოფილა ამაზე.
ბესო გაფრინდაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, რომელსაც ერთ-ერთმა ორკმა, ნიღბიანმა დამიზნებით სახეში ესროლა ე.წ. პიროტექნიკა და გადარჩა ეს ოპერატორი იმით, რომ მას ხელში ეჭირა კამერა და დაუზიანდა მხოლოდ ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიღებდა ძალიან მძიმე დაზიანებას, ძალიან მძიმე დამწვრობას. არავითარი რეაგირება ამასთან დაკავშირებით, არა თუ რეაგირება, არა თუ დაგმობა, არავითარი გაშუქებაც კი არ გვიხილავს ძალადობის ამ ფაქტების წინააღმდეგ. ეს არის ფაქტები. უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევაში „ნაცები“ და მათი ტელევიზიები, მათ NGO-ები ამ ფაქტებს, როგორც უკვე ვთქვი, აზიარებდნენ და იწონებდნენ.
ვინც ეს წინა ძალადობები არ დაგმო, იმისგან გუშინდელი ძალადობის დაგმობას მაინცდამაინც დიდი ფასი არ აქვს, ეს მინდა გითხრათ. ვინც ძალადობას მხოლოდ ერთი მიმართულებით გმობს, ის ნებსით თუ უნებლიედ, თავად ახალისებს ძალადობას, რაც ყველამ უნდა გაიაზროს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს.
„ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც ძალადობის პრევენციისთვის ასეთი კანონის მიღება. ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ ისე ყველაფრის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს შესაბამისი კანონი, ისე, რომ ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, ხანძრის შემდეგ აღდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტი, ელისეის სასახლეში შეხვედა ამერიკის შეერთებული შტატები ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და სხვა მსოფლიო ლიდერებს.
"სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი ასევე შეხვდა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონს.
"შესანიშნავი საუაბრი მქონდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან. ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. მადლობა გადავუხადე მას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იტალიის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებისთვის. მადლობა იტალია", - წერს ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი პარიზში შეხვდა SpaceX-ის დამფუძნებელს და დონალდ ტრამპის გუნდის მნიშვნელოვან წევრს, ილონ მასკსსაც.
"შესანიშნავი საუბარი მქონდა ილონ მასკთან საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. მოუთმენლად ველი მას ჩვენს ქვეყანაში“, - წერს პრეზიდენტი.
პარიზში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს.
ხანძრის შედეგად დაზიანებული უნიკალური ტაძრის აღდგენაზე 700 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. რესტავრირებული ტაძრის გახსნას მსიფლიოს ყველა წამყვანი ქვეყნის ლიდერი და პრეზიდენტია მიწვეული. მათ შორის, საქართველის პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი.
“დეილი მეილის” ცნობით, არაა გამორიცხული, სწორედ პარიზში შედგეს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა.
ამ წუთებში პარიზში საზეიმო წირვა მინდინარეობს.