დღეს იყო კარგი ინიციატივები და ეს უნდა გავაღრმაოთ, უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება. საშუალოვადიანი ამოცანაა, რომ უნდა მოხდეს მიწოდების ჯაჭვის დამოკლება ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე, ხოლო გრძელვადიან პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ეს არის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, გამჭვირვალობა, მათ შორის, კონკურენციის სააგენტოს მისცემს იმის საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირება მოახდინოს წესებიდან გადახვევების, არასწორი თამაშის წესების და ა.შ.
„სამწუხაროა, რომ დღევანდელ დებატებში ყოველთვის ფასებზე არ გვიწევდა საუბარი, გადახვევები გვქონდა, ვერ მოვისმინეთ კონკრეტულ შემთხვევაში ფასებთან დაკავშირებით შეთავაზებები. შევაჯამოთ, რას ვფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ეფუძნება მთავრობის მუშაობის შედეგებს, საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებს. არის ორი მიმართულება: ერთი მოკლევადიანი, ერთი გრძელვადიანი.
მოკლევადიანს რაც შეეხება, დღეს იყო კარგი ინიციატივები და ეს უნდა გავაღრმაოთ, უნდა გავაგრძელოთ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს დღეებში, როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება, ვფიქრობთ, ამაზე შეიძლება ხელშესახები შედეგის მიღწევა, ეს არის მოკლევადიანი ამოცანა.
რაც შეეხება გრძელვადიან პროცესს, გამჭვირვალობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია. ეს გამჭვირვალობა, მათ შორის, კონკურენციის სააგენტოს მისცემს იმის საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს იდენტიფიცირება წესებიდან გადახვევების, არასწორი თამაშის წესების და ა.შ. და, ასევე, რაც არის მნიშვნელოვანი საშუალოვადიანი ამოცანა – უნდა მოხდეს მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, რაც შესაძლებელია ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე. სტრუქტურული ცვლილებები თუ განხორციელდება ამ სექტორში, ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი ფასების შემცირება. ანუ, გვაქვს საშუალოვადიანი ამოცანები და გვაქვს მოკლევადიანი ამოცანა, რაზეც აქტიურად ვიმუშავებთ. მოკლევადიან ამოცანაზე უახლოეს დღეებში უნდა ჩამოვყალიბდეთ, რაც შეეხება საშუალოვადიან ამოცანებს, აქაც კონკრეტული გზა, პრინციპში, უკვე დასახულია და ამაზე აქტიურად იმუშავებს მთავრობა პარლამენტთან ერთად“,- განაცხადა პრემიერმა.
„შეხმატკბილებული“ იყო ხელისუფლება და ბიზნესი 2004-2012 წლებში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და ერთადერთი, სადაც შეიძლება ჩარევა განხორციელდეს, თუ სადმე იქნება უსამართლო თამაშის წესები.
„რაც შეეხება ხელისუფლების და ბიზნესის შეხმატკბილებას, შეხმატკბილებას თუ ცუდ სიტყვად მოვიხსენიებთ, ასე იყვნენ „შეხმატკბილებული“ ხელისუფლება და ბიზნესი 2004-2012 წლებში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და ერთადერთი, სადაც შეიძლება, ჩარევა განხორციელდეს, თუ სადმე დავინახავთ უსამართლო თამაშის წესებს. ამაზე შეჯერებული ვართ ბიზნესთან. ბიზნესის ინტერესშიც არის, რომ თუ რომელიმე სხვა მონაწილე ბიზნესის სექტორის უსამართლოდ იქცევა, ეს კეთილსინდისიერისთვის არის პრობლემა. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ პრობლემის მოგვარებაზე. სადმე თუ არის უსამართლო წესები ან წესებიდან გადახვევა და ა.შ., ბიზნესთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინამ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ქართული წარმოშობის მიხეილ მამიაშვილი დაასანქცირა
უკრაინამ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ქართული წარმოშობის მიხეილ მამიაშვილი დაასანქცირა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ხელი მოაწერა სულ 5 პირისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას, რაც ითვალისწინებს უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის აკრძალვას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების მოქმედების შეწყვეტას ან შეჩერებას, ასევე პრივატიზაციასა და სახელმწიფო ქონების იჯარაში მონაწილეობის აკრძალვას.
მამიაშვილის გარდა, სანქცირებულთა სიაშია უკრაინელი იურისტი ანდრი ბოგდანი; უკრაინელი ბიზნესმენი, სანქცირებული ვიქტორ მედვედჩუკის თანამებრძოლი და პარტნიორი ბოგდან პუკიში; რუსი ბიზნესმენი ალან კირიუხინი — სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული გადახდის სისტემის, A7A5-ის საკვანძო მენეჯერი; ასევე, რუსეთის ოლიმპიური სპორტის წარმომადგენელი — სტანისლავ პოზდნიაკოვი.
"მათმა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა უკრაინის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას" - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებაში.
მიხეილ მამიაშვილი საბჭოთა ოლიმპიური ჩემპიონია. ის უკრაინაშია დაბადებული, თუმცა 1978 წლიდან მოსკოვში ცხოვრობს.