მთლიანობაში, ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე არის 29%, დენი და შესაბამისი გაზი ერთად რომ ავიღოთ, ჩვენ 8 თვის განმავლობაში ვართ არსებითად დამოკიდებული იმპორტზე და ამ თვეების განმავლობაში დამოკიდებულება იმპორტზე უკვე აღწევს დაახლოებით 42%-ს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მდგომარეობა არ არის კარგი და იმპორტი მზარდია.
„იმპორტი მზარდია. რომ ავიღოთ ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო მაჩვენებელი, წლების წინ, 2016 წლამდე საშუალო მაჩვენებელი იყო 5%, ახლა არის გაზრდილი 10%-მდე, თუმცა თუ ამას დავამატებთ იმ გაზის იმპორტს, რომელიც დაკავშრებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, თბოსადგურს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. გვაქვს შესაბამისი რესურსები, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი ჰიდრორესურსებზე და ამ რესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება ექსპორტს, შესაძლებელია, ქვეყნიდან 7-ჯერ გაიზარდოს ელექტროენერგიის ექსპორტი.
„ჩვენი ქვეყნიდან, ჯამურად რომ ავიღოთ დენი და შესაბამისი გაზი, გადის წელიწადში 191 მილიონი დოლარი. ეს თანხა დარჩება ქვეყანაში და 7-ჯერ შეგვიძლია, გენერაციის სათანადოდ გაზრდის შემთხვევაში გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი და ბუნებრივია, ეს დადებითად აისახება ზოგადა ეკონომიკურ წინსვლაზე და ასევე იმპორტ-ექსპორტის ბალანსზე, სადაც არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.
გენერალური გეგმის ძირითად მიმართულებებსა და კონცეფციაზე შეთანხმდნენ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შეხვედრაზე გენერალური გეგმის ძირითადი მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია გამართა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა. გეგმაში გაიწერა ყველა პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისთვის. მათ შორისაა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ქალაქის ადმინისტრაციული ფუნქციებისა და სახელმწიფო სერვისების გადანაწილება, რაც კიდევ უფრო გაზრდის თელავის მიმზიდველობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის.
„ყველა მუნიციპალიტეტის განვითარება უნდა დაიწყოს გენერალური გეგმის დამტკიცებით. მნიშვნელოვანია, რომ თელავის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო განვითარდეს და კულტურული ცხოვრება ქალაქში იყოს კიდევ უფრო მზარდი და საინტერესო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა.
შეხვედრაში მთავრობისა და პარლამენტის წევრები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, სხვადასხვა უწყებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა სესია დღეს საქართველოს პარლამენტში. ჩხუბი "გახარია საქართველოსა" და და "ოცნებას" შორის ქვეყანაში მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საკითხზე დაიწყო.
დეპუტატები, რომელთა ყოველთვიური ანაზღურება ათი ათას ლარს სცდება, მხარს არ უჭერენ გახარიას გუნდის კანონპროექტს, რომ ქვეყანაში მინიმალურ ხელფასად ათასი ლარი განისაზღვროს.
დღეს გიორგი შარაშიძეს, რომელიც პარლამენტის ტრიბუნასთან იდგა, სიტყვა რამდენიჯერმე შეაწყვეტინა ირაკლი ზარქუამ. სწორედ მათ შორის ჰქონდა ადგილი სიტყვიერ დაპირისპირებას.
გიორგი შარაშიძე: რისთვის გვჭირდება ასეთი ეკონომიკური ზრდა? იმისთვის, რომ ისევ ერთი და იგივე ოჯახები გამდიდრდნენ და გაზარდონ ბიზნესები. მე მინდა შეგახსენოთ, თქვენივე პარტიის გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის ფრაზა, სრულ რამდენიმე თვის წინ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, სიტყვა-სიტყვით ვციტირებ - "რა გიკვირთ, როდესაც მსხვილი ბიზნესის უმრავლესობა 99% არის "ქართული ოცნების" შემომწირველი". გასაკვირი ის არის, რომ გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, როდესაც ასე თავგამოდებით იცავთ ბიზნესებს და მათ მილიონიან მოგებებს და არ გინდათ რომ ადამიანებს ელემენტალური, ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ, მათ მოგებებს იცავთ, იმიტომ, რომ ისინი მერე თქვენ გაფინასებენ.
ირაკლი ზარქუა: რეჟიმი იყო აქ (წინა ხელისუფლება) რა დღეში იყო ბიზნესი?.. ეგ დემაგოგია არ გინდა...
გიორგი შარაშიძე: მასე შენ ყოფილებს ესაუბრე...
პარლამენტმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში 1 050 ლარის ოდენობით მინიმალური სახელფასო ზღვრის დაწესებას ითვალისწინებდა, „ჩააგდო“.
ოპოზიციურმა ფრაქციამ ამ მიმართულებით ორ კანონში: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების“ შესახებ კანონსა და „შრომის კოდექსში“ ცვლილებები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ პირველ კანონპროექტს - 23-მა დეპუტატმა (15 - წინააღმდეგი), ხოლო „შრომის კოდექსში“ ცვლილებებს პარლამენტის 15-მა წევრმა დაუჭირა მხარი.