თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყურადღებას ამახვილებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო,
ჩემი და თურქი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ ერთმანეთთან, ისევე როგორც ამჟამად, მომავალშიც განაგრძობენ ერთობლივ ძალისხმევას რეგიონის წარმატების, სტაბილურობისა და აღორძინების მისაღწევად.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს - კეთილდღეობა“, - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლო სხდომის დარბაზში დააპატიმრეს.
ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. რისთვისაც მას 16 აპრილს მოსამართლე ნანა შამათავამ 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. ზურაბ ჯაფარიძემ გირაოს თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. დღეს კი, 22 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მისი დაპატიმრება მოითხოვა.
ზურაბ ჯაფარიძემ სხდომათა დარბაზში მოსამართლეს კიდევ ერთხელ გაუმეორა რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციას არ ცნობს.
„[თანხა] მიზანმიმართულად არ გადავიხადე, რადგან მგონია, რომ უსამართლო და არასწორია. მთელი ძალაუფლება არის ერთ პოლიტიკური ძალის და ივანიშვილის ხელში მოქცეული. კომისიის ლეგიტიმაციას არ ვცნობ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ჯაფარიძის თხოვნა მისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შესახებ არ დააკმაყოფილა და პროცესი დაცვის გარეშე გააგრძელა. ამის შემდეგ მან განიხილა პროკურორების, მარი მეშველიანისა და ნათია თათიაშვილის შუამდგომლობა ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. მას ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს.
ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით რაც პარლამენტის დორებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. მისი სისხლისსამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან უარი თქვა “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ კომისიაში მონაწილეობაზე, რომელიც წინა ხელისუფლების, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობას შეისწავლის.
bm.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ მილოცვაში საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„გულწრფელად ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას. წარმატებას ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაში. რუმინეთი საქართველოსთვის ღირებული პარტნიორია და მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.