სინამდვილეში, ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხი 2025 წლის იანვარ-თებერვალში გვეცოდინება, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია - ცესკო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანგარიშს მოამზადებს. თუმცა, სახელმწიფო ბიუჯეტში არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ანგარიშის მიხედვით, მეტ-ნაკლებად ობიექტურ სურათს მივიღებთ.
2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 219 000 ლარით განისაზღვრა. აქედან, არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე 126 500 000 ლარი გამოჰყვეს, საიდანაც 54 000 000 ლარი - კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, ხოლო ხელფასებისთვის - 42 700 000 ლარი გამოიყო.
მართალია, დაზუსტებული მონაცემები ორ-სამ თვეში გვეცოდინება, მაგრამ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი არჩევნები, ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის გამო, ყველაზე ძვირადღირებულია. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ბიუჯეტს 77 500 000 ლარი დაუჯდა, საიდანაც არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე - 50 500 000 ლარი დაიხარჯა. ვინაიდან ცესკო-ს ვებ-გვერდზე, არჩევნების ბიუჯეტის სრულყოფილი ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხება, „ვერსია“ ამ ანგარიშის ფინანსური ნაწილის მიმოხილვას გთავაზობთ.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები
ზუსტად ოთხი წლის წინ, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეებმა მომდევნო ოთხი წლის ვადით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიეს საქართველოს პარლამენტის 150 წევრი, მათ შორის, 120 წევრი - პროპორციული საარჩევნო სისტემით და 30 წევრი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. პარლამენტის არჩევნები მოიცავდა 31 ოქტომბერს ჩატარებულ I ტურს და 21 ნოემბერს გამართულ II ტურს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც I ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ნამდვილ ხმათა 50%-ზე მეტი.
„პარლამენტის არჩევნებისთვის სულ შეიქმნა 3 852 საარჩევნო უბანი, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე - 3 795, ხოლო საზღვარგარეთ 39 სახელმწიფოში - 57 საარჩევნო უბანი. მოგვიანებით აზერბაიჯანში გაუქმდა სამივე საარჩევნო უბანი, ხოლო საბერძნეთში - ორი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არჩევნები გაიმართა 3 847 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ 3 795, ხოლო საზღვარგარეთ 38 სახელმწიფოში - 52 საარჩევნო უბანზე. 3 852 საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა შეადგენდა 45 908-ს, მათ შორის, 33 748 (73.51%) - ქალი და 12 160 (26.49%) - კაცი“, - ვკითხულობთ ცესკო-ს ანგარიშში.
2020 წელს, მსოფლიო კოვიდპანდემიამ მოიცვა. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციამ (ჯანმო) კორონავირუსი ჯერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, მოგვიანებით - პანდემიად. პანდემიის გამო, ჩაიკეტა ქვყნების საზღვრები, შეწყდა საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა...
სწორედ პანდემიიდან გამომდინარე, ცესკო-მ დაამტკიცა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, რომელიც შემუშავებული იყო პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით. პროტოკოლით განისაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და კენჭისყრის შენობებში შესვლის/გამოსვლის, ყოფნის/გადაადგილებისას სავალდებულო სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები.
„ცესკო-მ და სწავლების ცენტრმა, პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის სრული დაცვით, განახორციელეს საარჩევნო სამოქალაქო განათლების ოთხი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 7 512-მა პირმა, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის, ჯამში - 6 416 მონაწილე; საარჩევნო განვითარების სკოლა ახალგაზრდებისთვის - 578 მონაწილე; საარჩევნო სამართალი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის - 370 მონაწილე); ახალგაზრდული საარჩევნო ბანაკები - 148 მონაწილე“.
ცესკო-მ და სწავლების ცენტრმა დისტანციურად განახორციელეს საინფორმაციო-სასწავლო პროგრამები საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების, მედია-საშუალებების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და პოტენციური კანდიდატი ქალებისთვის.
არჩევნების ბიუჯეტი
პარლამენტის არჩევნებისთვის ცესკო-მ 2020 წლის 10 იანვრის №1/2020 დადგენილებით დაამტკიცა საარჩევნო ბიუჯეტი, ხოლო არჩევნების II ტურის ბიუჯეტი დამტკიცდა ცესკო-ს 2020 წლის 13 ნოემბრის №51/2020 დადგენილებით. არჩევნების ორივე ტურის დაზუსტებულმა ბიუჯეტმა შეადგინა - 51 220 074 ლარი. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან II ტურის ნაწილობრივ დასაფინანსებლად გამოყოფილ იქნა 7 066 310 ლარი. საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსება ცესკო-ს 2020 წლის 24 აგვისტოს №19/2020 დადგენილებით განისაზღვრა არჩევნების I ტურისთვის, ხოლო 2020 წლის 13 ნოემბრის №52/2020 დადგენილებით განისაზღვრა საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსება არჩევნების II ტურისთვის. აღნიშნული დადგენილებებით, საოლქო საარჩევნო კომისიებს გამოეყოთ თანხები არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.
„ამ ხარჯების დასაფინანსებლად, საოლქო საარჩევნო კომისიებს სულ I და II ტურისთვის გადაერიცხათ 3 896 264 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა აუთვისებელი ნაშთები 316 016 ლარი. ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 3 580 248 ლარი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად არჩევნების I და II ტურისთვის მიიმართა 13 933 390 ლარი“.
საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 43-ე მუხლის შესაბამისად, საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, არჩევნების ორივე ტურზე დაფინანსდა 17 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, საერთო თანხით 6 626 803 ლარი.
საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 56-ე მუხლის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად, შვიდ საარჩევნო სუბიექტს გამოეყო 1 894 295 ლარი.
საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 56-ე მუხლის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯების ასანაზღაურებლად დაფინანსდა ერთი საარჩევნო სუბიექტი, საერთო თანხით - 1 000 000 ლარი, რომელიც დაფინანსდა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.
პარლამენტის არჩევნების I და II ტურისთვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 50 148 600 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვები და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა
პარლამენტის არჩევნების მატერიალური რესურსებით უზრუნველსაყოფად, ამომრჩეველთა განახლებული რაოდენობისა და არსებული მარაგების გათვალისწინებით, განისაზღვრა არჩევნების ჩასატარებლად შესაძენი საქონელი ან მომსახურება და რაოდენობა-მოცულობა. ცენტრალიზებულად განაწილდა არჩევნებისთვის საჭირო ინვენტარი საოლქო საარჩევნო კომისიებზე. საარჩევნო პერიოდში სულ გაფორმდა 508 ხელშეკრულება, მათ შორის, ელექტრონული ტენდერების მეშვეობით განხორციელდა 165 (33%) შესყიდვა, 40 (7%) გამარტივებული შესყიდვა, 243 (48%) გამარტივებული შესყიდვა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სარეზერვო ფონდის ფარგლებში, გაფორმდა 60 ხელშეკრულება (12%).
„შესყიდულ იქნა შემდეგი საარჩევნო ინვენტარი: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უნიფორმები - 88 785 ლარი, ბეიჯები დამკვირვებლების, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის - 183 384 ლარი, ბიულეტენის კონვერტები - 340 100 ლარი, კარტრიჯები საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის - 117 050 ლარი, მარკირების სითხე - 112 200 ლარი, ქაღალდი A4 - 191 215 ლარი, ოფსეტური ქაღალდი ბიულეტენებისთვის - 162 780 ლარი, ბურთულიანი კალმები ამომრჩევლებისთვის - 661 000 ლარი“.
ცესკო-ს ანგარიშის ფინანსური ნაწილის ბოლოს აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, უარი ითქვა დაგეგმილი ზოგიერთი პროექტის განხორციელებაზე და რესურსები მიიმართა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
ავტორი: მაკა რუხაძე
საქართველოს ენერგოსისტემას კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე „ხობი 2 ჰესი“ დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
,,ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია”-ს მიერ განხორციელებული პროექტი საკმაოდ მასშტაბურია - სადგურის დადგმული სიმძლავრე 44.5 მგვტ-ს, ხოლო ელ. ენერგიის წლიური გამომუშავება დაახლოებით 200 მლნ კვტ სთ-ს შეადგენს. ამ პარამეტრებით „ხობი 2 ჰესი“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ჰესების პირველ ხუთეულში შედის. პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის მოცულობა 250 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
„დღეს მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ენერგეტიკული პროექტი შევიდა ექსპლუატაციაში, 2012 წლიდან დღემდე კი საქართველოს ენერგოსისტემას 1150 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრე დაემატა, ეს დიდი მიღწევაა. 63 ახალი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განხორციელდა, თუმცა, ამ მასშტაბის პროექტები ყოველდღე არ გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია - ჩვენი ენერგოსისტემისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ჰესის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა - ნინო ენუქიძემ და გენადი არველაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების, ენერგეტიკის დარგის უწყებების და კერძო კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა. სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს ჰესის ინფრასტრუქტურა და კომპანიის წარმომადგენლებისგან მისი მუშაობის შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ხედვაა, რომ არსებული ენერგორესურსები მაქსიმალურად იქნას ათვისებული. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის მიღების მნიშვნელოვანი საშუალებები აქვს, პირველ რიგში - ჰესების მიმართულებით, რადგან ქვეყანას 26 ათასზე მეტი მთის მდინარე გააჩნია და საჭიროა ამ რესურსების ათვისება. ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობა, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ კუთხით მომავალ წლებში აქტიურად იმუშავებს, ისევე, როგორც ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს ენერგოსისტემის მეზობელ ქვეყნებთან და ევროპასთან დაკავშირებადობის და ამ კუთხით მიმდინარე სამუშაოების მნიშვნელობაზე.
„აბსოლუტურად რეალისტურია ჩვენი ამბიციური გეგმა - რომ შეგვიძლია არამხოლოდ გავაორმაგოთ ჩვენი დადგმული სიმძლავრე, არამედ 10,000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე გვქონდეს. ეს სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, სრულად დაეხმარება ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს და ასევე გვექნება ახალი, ენერგოტევადი დარგების განვითარების და ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის საშუალება. ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ასევე დაკავშირებადობის გაზრდაზე მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი ფლაგმანი პროექტია - ევროკავშირთან პირდაპირ დაკავშირების შესაძლებლობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
დღეს ასევე აქცენტი გაკეთდა ახალი ჰესის ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობაზე რეგიონისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურული და იმ სოციალური პროექტების სახით, რომელთაც ინვესტორი კომპანია ახორციელებს. ჰესს ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 2,5 მლნ ლარი შეაქვს, მშენებლობის პროცესში დასაქმდა რამდენიმე ასეული ადამიანი, დღეისთვის კი 50-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. ამასთან, კომპანიამ სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული პროექტების სახით უკვე დახარჯა 408, 000 ლარი, მათ შორის სოფელ მუხურის მოსახლეობას უშენებს და საჩუქრად გადასცემს თანამედროვე სპორტულ კომპლექსს.
საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა $3.5 მილიარდი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს +6.5%-ით (210 მლნ. აშშ. დოლარით) აჭარბებს.
2024 წლის მე-3 კვარტალში, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $1.6 მილიარდი შეადგინა. ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2023 წლის მონაცემებს +8%-ით (116 მლნ. აშშ. დოლარით) გადააჭარბა.
700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED-ის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1 000 უბნიდან 9 %-ზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა, შემდეგ კი წერია, რომ მხოლოდ 25 შემთხვევა იყო ასეთი, რაც არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს.
„ახლა გეტყვით, თუ რა უწერია ISFED-ს ხმის ფარულობაზე მის საბოლოო ანგარიშში. ხმის ფარულობის, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, ანუ სადაც დაცული არ იყო კენჭისყრის ფარულობა დაფიქსირდა უბნების 9%-ზე. ანუ, 1000 უბანზე აკვირდებოდნენ ისინი არჩევნებს და აქედან, დაახლოებით, 90 უბანზე დააფიქსირეს მათ ხმის ფარულობის დარღვევა. ახლა რა არის მნიშვნელოვანი - 7 00 000 ამომრჩეველს მოიცავს, დაახლოებით, 1 000 უბანი, აქტიურ ამომრჩეველზე მაქვს საუბარი. ამ 1 000 უბანზე ხმა მისცა 700 000-მა ამომრჩეველმა, უხეშად. ახლა ხომ გაინტერესებთ რამდენია ეს „ტოტალური დარღვევა“ ხმის მიცემის ფარულობის, თან შეგახსენებთ, რომ ამას აკვირდებოდა თითო საარჩევნო უბანზე 8 კომისიის წევრი და საშუალოდ ამდენივე დამკვირვებელი, მათ შორის „ენჯეოები“, ტელევიზიები და ა.შ. ყველა იქ იყო. 700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა. 9 % საიდან გამოიყვანეს, ეს არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს, 9 % არის 90 უბანი და შემდეგ გადმოშლი და უწერიათ, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირეს მხოლოდ ISFED-ის წარმომადგენლებმა,“- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11 პროცენტით გავიდა კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“.
A leading tech firm has expanded its AI capabilities by acquiring a machine learning company for $4 billion. This deal underscores the growing importance of AI and machine learning in the tech industry.
global bank has acquired a fintech innovator for $3.5 billion. This acquisition is expected to drive digital transformation and improve the bank's technological capabilities.
A major financial services firm has acquired a wealth management company for $9 billion. This acquisition aims to enhance the firm's service offerings and expand its client base.
A luxury brand has consolidated its market position by acquiring a competitor for $5 billion. This acquisition is expected to strengthen the brand's market share and enhance its product offerings.
A media conglomerate has made a significant move by acquiring a streaming service for $8 billion. This deal is set to reshape the media landscape and enhance the conglomerate's digital content portfolio.