საქართველოს ენერგოსისტემას კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე „ხობი 2 ჰესი“ დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
,,ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია”-ს მიერ განხორციელებული პროექტი საკმაოდ მასშტაბურია - სადგურის დადგმული სიმძლავრე 44.5 მგვტ-ს, ხოლო ელ. ენერგიის წლიური გამომუშავება დაახლოებით 200 მლნ კვტ სთ-ს შეადგენს. ამ პარამეტრებით „ხობი 2 ჰესი“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ჰესების პირველ ხუთეულში შედის. პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის მოცულობა 250 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
„დღეს მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ენერგეტიკული პროექტი შევიდა ექსპლუატაციაში, 2012 წლიდან დღემდე კი საქართველოს ენერგოსისტემას 1150 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრე დაემატა, ეს დიდი მიღწევაა. 63 ახალი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განხორციელდა, თუმცა, ამ მასშტაბის პროექტები ყოველდღე არ გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია - ჩვენი ენერგოსისტემისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ჰესის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა - ნინო ენუქიძემ და გენადი არველაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების, ენერგეტიკის დარგის უწყებების და კერძო კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა. სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს ჰესის ინფრასტრუქტურა და კომპანიის წარმომადგენლებისგან მისი მუშაობის შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ხედვაა, რომ არსებული ენერგორესურსები მაქსიმალურად იქნას ათვისებული. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის მიღების მნიშვნელოვანი საშუალებები აქვს, პირველ რიგში - ჰესების მიმართულებით, რადგან ქვეყანას 26 ათასზე მეტი მთის მდინარე გააჩნია და საჭიროა ამ რესურსების ათვისება. ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობა, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ კუთხით მომავალ წლებში აქტიურად იმუშავებს, ისევე, როგორც ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს ენერგოსისტემის მეზობელ ქვეყნებთან და ევროპასთან დაკავშირებადობის და ამ კუთხით მიმდინარე სამუშაოების მნიშვნელობაზე.
„აბსოლუტურად რეალისტურია ჩვენი ამბიციური გეგმა - რომ შეგვიძლია არამხოლოდ გავაორმაგოთ ჩვენი დადგმული სიმძლავრე, არამედ 10,000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე გვქონდეს. ეს სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, სრულად დაეხმარება ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს და ასევე გვექნება ახალი, ენერგოტევადი დარგების განვითარების და ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის საშუალება. ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ასევე დაკავშირებადობის გაზრდაზე მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი ფლაგმანი პროექტია - ევროკავშირთან პირდაპირ დაკავშირების შესაძლებლობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
დღეს ასევე აქცენტი გაკეთდა ახალი ჰესის ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობაზე რეგიონისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურული და იმ სოციალური პროექტების სახით, რომელთაც ინვესტორი კომპანია ახორციელებს. ჰესს ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 2,5 მლნ ლარი შეაქვს, მშენებლობის პროცესში დასაქმდა რამდენიმე ასეული ადამიანი, დღეისთვის კი 50-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. ამასთან, კომპანიამ სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული პროექტების სახით უკვე დახარჯა 408, 000 ლარი, მათ შორის სოფელ მუხურის მოსახლეობას უშენებს და საჩუქრად გადასცემს თანამედროვე სპორტულ კომპლექსს.
საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა $3.5 მილიარდი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს +6.5%-ით (210 მლნ. აშშ. დოლარით) აჭარბებს.
2024 წლის მე-3 კვარტალში, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $1.6 მილიარდი შეადგინა. ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2023 წლის მონაცემებს +8%-ით (116 მლნ. აშშ. დოლარით) გადააჭარბა.
700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED-ის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1 000 უბნიდან 9 %-ზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა, შემდეგ კი წერია, რომ მხოლოდ 25 შემთხვევა იყო ასეთი, რაც არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს.
„ახლა გეტყვით, თუ რა უწერია ISFED-ს ხმის ფარულობაზე მის საბოლოო ანგარიშში. ხმის ფარულობის, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, ანუ სადაც დაცული არ იყო კენჭისყრის ფარულობა დაფიქსირდა უბნების 9%-ზე. ანუ, 1000 უბანზე აკვირდებოდნენ ისინი არჩევნებს და აქედან, დაახლოებით, 90 უბანზე დააფიქსირეს მათ ხმის ფარულობის დარღვევა. ახლა რა არის მნიშვნელოვანი - 7 00 000 ამომრჩეველს მოიცავს, დაახლოებით, 1 000 უბანი, აქტიურ ამომრჩეველზე მაქვს საუბარი. ამ 1 000 უბანზე ხმა მისცა 700 000-მა ამომრჩეველმა, უხეშად. ახლა ხომ გაინტერესებთ რამდენია ეს „ტოტალური დარღვევა“ ხმის მიცემის ფარულობის, თან შეგახსენებთ, რომ ამას აკვირდებოდა თითო საარჩევნო უბანზე 8 კომისიის წევრი და საშუალოდ ამდენივე დამკვირვებელი, მათ შორის „ენჯეოები“, ტელევიზიები და ა.შ. ყველა იქ იყო. 700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა. 9 % საიდან გამოიყვანეს, ეს არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს, 9 % არის 90 უბანი და შემდეგ გადმოშლი და უწერიათ, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირეს მხოლოდ ISFED-ის წარმომადგენლებმა,“- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11 პროცენტით გავიდა კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“.
A leading tech firm has expanded its AI capabilities by acquiring a machine learning company for $4 billion. This deal underscores the growing importance of AI and machine learning in the tech industry.
global bank has acquired a fintech innovator for $3.5 billion. This acquisition is expected to drive digital transformation and improve the bank's technological capabilities.
A major financial services firm has acquired a wealth management company for $9 billion. This acquisition aims to enhance the firm's service offerings and expand its client base.
A luxury brand has consolidated its market position by acquiring a competitor for $5 billion. This acquisition is expected to strengthen the brand's market share and enhance its product offerings.
A media conglomerate has made a significant move by acquiring a streaming service for $8 billion. This deal is set to reshape the media landscape and enhance the conglomerate's digital content portfolio.