„გოდერძი" პირველ ადგილზეა ევროპის ზამთრის კურორტებში - რეიტინგს სამოგზაურო პლატფორმა "ევროპის საუკეთესო მიმართულებები" აქვეყნებს.
12 საუკეთესო მიმართულებას შორის, აჭარის მაღალმთიან კურორტთან ერთად, მოხვდა საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სამთო-სათხილამურო მიმართულებები.
"თუ თქვენ ევროპაში საუკეთესო სათხილამურო თავგადასავლებს, ყველაზე ლამაზ სამთო ტრასებს, საუკეთესო ინფრასტრუქტურას და უბრალოდ ზამთრის არდადეგებზე გარანტირებულ თოვლს ეძებთ, მაშინ დაგეხმარებით. აღმოაჩინეთ აჭარის რეგიონში უმაღლესი ხარისხის კურორტი გოდერძი, რომელიც წელს ევროპის ყველაზე ცნობილ კურორტებზე წინ დასახელდა", - წერს გამოცემა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის ელჩთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, ელჩთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შევხვდი. შეხვედრაზე ელჩს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრე ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთაშორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. დავადასტურეთ მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის“, – წერს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2024 წლის განმავლობაში 50 საჯარო სხდომა გამართა, სადაც 274 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, განხილულისაკითხების 90%-ზე მეტი მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა.
2024 წელს, სემეკში შესული მოქალაქეთა განცხადება/საჩივრები, ძირითადად, შეეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან/და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს, მომარაგების ხშირ წყვეტებს, ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებსა და პროცედურებს. სემეკის გადაწყვეტილებებით, გასულ წელს ჯამში მოქალაქეებს ჩამოეწერათ 2 მილიონ ლარამდე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები. გარდა ამისა, მომსახურების სტანდარტების დარღვევების გამო, სემეკის რეგულაციების შესაბამისად, კომუნალური კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა 1 239 570 ლარი.
სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების კომპანიების მიერ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქოლცენტრის ნომერზე: 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ანოფიციალური სოციალური გვერდების საშუალებით.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში რუსული რესტორნების ქსელი სიროვარნაია იხსნება. მას თბილისში რუსულის ნაცვლად ინგლისური სახელი ექნება და Cheesfarm ერქმევა.
რესტორანი Novikov Group-ს ეკუთვნის. ის არკადი ნოვიკოვის ბიზნესია. არკადი ნოვიკოვი ცნობილია კორუფციული სკანდალებით. ის კრემლთან დაახლოებული პირია.
2012 და 2018 წლებში ნოვიკოვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. პუტინის მხარდაჭერის შემდეგ, ნოვიკოვის კომპანია ინტელმა ღონისძიებების მომსახურებისთვის 2 მილიონი რუბლის ღირებულების მინიმუმ ოთხი სამთავრობო კონტრაქტი მიიღო.
გარდა ამისა, არკადი ნოვიკოვი იყო მოსკოვის მერის, სერგეი სობინიანის რწმუნებულიც.
Sova News-ის ცნობით, ნოვიკოვი რუსეთის პრემიერმინისტრის მიხეილ მიშუსტინთანაცაა დაკავშირებული. გამოცემის თანახმად, 2020 წელს მედიამ აქტიურად დაიწყო საუბარი ნოვიკოვის კორუფციულ კავშირებზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი რესტორნების პარტნიორები არიან პრემიერმინისტრის, მიშუსტინის და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ანატოლი სერდიუკოვას ოჯახის წევრები. თავად ნოვიკოვი რუსეთის პრემიერთან მეგობრობაზე ამბობდა, რომ "მეგობრობა მეგობრობაა, სამსახური კი სამსახური", თუმცა არ გამორიცხავდა, რომ როგორც ბოლო საშუალება, შეუძლია "საკონტროლო" ზარის გამოყენება მეგობართან.
Smart Press-ის ცნობით, საქართველო გახდება მეექვსე ქვეყანა მსოფლიოში, სადაც Novikov Group-ის რესტორანი სიროვარნაია გაიხსნება. მისი ფილიალები ასევე მდებარეობს დუბაიში, ერევანში, ალმატიში, დუშანბესა და ტაშკენტში.
რესტორნის გახსნის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
"ფორმულა"