სურსათის ეროვნული სააგენტო 6.7 მილიონ ლარად 73 ახალ პიკაპს ყიდულობს - შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
უწყების თანახმად, მათ მიერ შესასყიდი ერთი ავტომობილის სავარაუდო სატენდერო ღირებულება 91,500 ლარს შეადგენს. ავტომობილის სიგრძე არანაკლებ 5 მეტრი უნდა იყოს, მისი ძრავის სიმძლავრე კი არანაკლებ 102 ცხენის ძალა. ამასთან, აღნიშნული პიკაპები არ უნდა იყოს 2023 წელზე ადრე გამოშვებული.
ტენდერში კომპანიებს მონაწილეობის მიღება 2025 წლის 7 აპრილამდე შეუძლიათ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისმარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი, ხმათა უმრავლესობით, ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისოკონფედერაციის (ICER) ვიცე თავმჯდომარედაირჩიეს. სემეკის წევრი აღნიშნულ პოზიციას 2026 წლის სექტემბრამდე დაიკავებს.
როგორც ICER-ის ვიცე თავმჯდომარე, გიორგიფანგანი ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიოფორუმის ორგანიზებასთან დაკავშირებულსაკითხებს უხელმძღვანელებს, რომელიც 2026 წელსქ.თბილისში პირველად გაიმართება.
გიორგი ფანგანი სხვადასხვა წლებშიხელმძღვანელობდა მნიშვნელოვან საერთაშორისოპროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდაენერგეტიკული ბაზრებისა და მომსახურებისხარისხის განვითარებას. იგი 2017-2019 წლებშიხელმძღვანელობდა ენერგეტიკული გაერთიანებისმარეგულირებელ საბჭოს (ECRB).
2026 წელს, ქ. თბილისს ენერგეტიკის რეგულირებისმსოფლიო ფორუმის ფარგლებში 1000-ზე მეტიმაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. კერძოდ, რიგითმეცხრე მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმშიმონაწილეობას მიიღებენ 40-მდე ქვეყნისწარმომადგენელი, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობოუწყებების, ენერგეტიკული და დონორიორგანიზაციების პირველი პირები.
ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბითენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა დაგამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა დაგანახლებადი ენერგიების როლზე მდგრადიენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე მთავარითემა იქნება საქართველოს ენერგეტიკულიპოტენციალი და საინვესტიციო გარემო.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისოკონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკისრეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვაორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო(CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურებისმარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულიასოციაცია (ERRA).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი ირიგაციის მიზნებისთვის წყალსარგებლობის განრიგების მნიშვნელობას განმარტავს. მისი თქმით, საირიგაციო წყლის მოხმარების ორგანიზებული და რეგულირებული მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის. ახალი რეგულაციებით, წყლის მოხმარება მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული პერიოდითა და მოცულობით არის დასაშვები.
„სემეკის მიერ 2024 წელს ამოქმედებული რეგულაციით, საირიგაციო წყლის მოხმარება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ პერიოდში და შეთანხმებული მოცულობით. წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმება ინდივიდუალურად იწყება პირველი თებერვლიდან. წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება და წყალმომარაგებაში არსებული წყლის ათვისება ხდება შემდეგი პრიორიტეტის გათვალისწინებით: წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას პირველი მარტის ჩათვლით უპირატესობით სარგებლობენ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები (რომლებიც ახლა იქმნება), ხოლო პირველი მარტიდან პირველ აპრილამდე პერიოდში უპირატესობით სარგებლობენ პროფილური მომხმარებლები (ის მომხმარებლები, რომლებიც წყალს იყენებენ საირიგაციო მიზნით, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და ფერმერები) არაპროფილურ მომხმარებლებთან მიმართებით. პირველი აპრილიდან, კი ყველა მომხმარებელი თანაბარი უფლებებით სარგებლობს წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას, კერძოდ საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის ათვისებამდე ვინც პირველად მოითხოვს შესაბამის პერიოდზე წყალს მასთან შეთანხმდება წყალსარგებლობის განრიგი.
აღსანიშნავია, რომ წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებაში, მორწყვის ოპერაციაზე შეთანხმება დამოკიდებულია მიწოდების რეჟიმით განსაზღვრულ წყალმომარაგების პერიოდებზე. წესების შესაბამისად, მიწოდების რეჟიმი მტკიცდება ყოველ წლიურად, პირველ თებერვლამდე“, - აღნიშნავს ვანო მეჭურჭლიშვილი.
მისივე თქმით, თუ ფერმერი არ გააფორმებს წყალსარგებლობის განრიგს და მელიორაციის კომპანიასთან შეუთანხმებლად თვითნებურად მოიხმარს საირიგაციო წყალს, ეს ჩაითვლება უკანონო მოხმარებად, რაც ისჯება საქართველოს კანონმდებლობით. უკანონო მოხმარების შემთხვევაში, ფერმერს დაეკისრება შესაბამისი ჯარიმა და დამატებით დაერიცხება უკანონოდ მოხმარებული წყლის საფასური. ამგვარი ფინანსური სანქციების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ ფერმერებმა მელიორაციის კომპანიასთან წინასწარ გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგი და დაიცვან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წყალმომარაგების ვადები და პირობები. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ პროფილური მომხმარებელი წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას 1-ელი მარტიდან - 1-ელ აპრილამდე უპირატესობით სარგებლობს არაპროფილურ მომხმარებელთან მიმართებით, სასურველია ფერმერმა წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებაზე მელიორაციის კომპანიას მიმართოს ამ ვადის გასვლამდე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე განიხილა საკითხი, რომელიც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელი ქსელისთვის, ნეტო აღრიცხვაში ჩართულიმიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრის 100 კვტ-მდე შემცირებას შეეხებოდა.
საკითხის დეტალურად შესწავლის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გამანაწილებელ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-ზე შენარჩუნდა. ამასთანავე, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიკროელექტროსადგურების დატვირთვის დადგენილი ზღვარი 20%-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის წარმოების საკუთარ საშუალებაზე, დადგმულ სიმძლავრეზე შეზღუდვა არ ვრცელდება, გარდა იმ შემთხვევისა თუ ისინი მოინდომებენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის მოპოვებასა დაშესაბამისად მასთან დაკავშირებული დარიცხვის სისტემით (ე.წ. „Net Metering“-ით) სარგებლობას.