საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ ცეკვებში შეჯიბრება მეექვსე ადგილზე დაასრულა.
წყვილმა რიტმულ ცეკვებში 78,67 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა, ასევე, თავისუფალ ცეკვებში 120 ,64 ქულით მეექვსე ადგილი დაიმსახურა; ორი პროგრამის ჯამში კი 199,31 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა.
ტურნირზე 4 დისციპლინიდან 2-ში ქართველმა სპორტსმენებმა დაიკავეს - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვეს სპორტულ წყვილებში, ასევე ისტორიული მედალი დაიმსახურა ნიკა ეგაძემ.
ანასტასია გუბანოვამ კი თავისუფალ პროგრამაში 128,19 ქულა დააგროვა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
უმაღლეს დონეზე შესრულებული მოკლე პროგრამის შემდეგ ეგაძე პირველ ადგილზე იყო 91.28 ქულით. თავისუფალ პროგრამაში კი 181.72 დაიმსახურა და ჯამში 273 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ შეფილდში მიმდინარე ტურნირზე ოქროს მედალი ასევე მოიპოვა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა.
მოგვიანებით რიტმულ ცეკვებში საქართველოს ნაკრების წევრები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი თავისუფალ პროგრამას წარადგენენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ფუტსალის ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლა ძალიან დიდი წარმატებაა და ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა.
„როგორც რიგითმა გულშემატკივარმა, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ნიჭთან ერთად ძალიან დიდი შრომის შედეგია ის წარმატება, რასაც თქვენ მიაღწიეთ და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. მინდა, დიდი წარმატება გისურვოთ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია, წლების განმავლობაში მეტი და მეტი წარმატება იქნება. ამას თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გეკუთვნით. წარმატებული, ბედნიერი წელი მინდა გისურვოთ და წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე ასპარეზობისთვის ხვალ მიემგზავრება და A ჯგუფში ხორვატიის, ლატვიისა და საფრანგეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ლატვიაში, სლოვენიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით საქართველოს ნაკრების წევრმა, ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა.
მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვა მე-11 ადგილზე იყო. მან თავისუფალ პროგრამაში 128.19 ქულა დაიმსახურა, მეორე შედეგი დააფიქსირა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 184.36 ქულა მოაგროვა და საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა.