საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოგვიანებით, ავსტრალიისა და გერმანიის ნაკრებების მატჩში გაირკვევა.
მერე დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება.
ლიეტუვისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი ანგარიშით 0 : 2 დასრულდა
თამაშში ორივე გოლი თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
პირველი მიქაუტაძემ 70-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა. ხოლო მეორე გოლი 84-ე წუთზე გაიტანა.
ლიეტუვისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი ანგარიშით 0 : 2 დასრულდა
თამაშში ორივე გოლი თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
პირველი მიქაუტაძემ 70-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა. ხოლო მეორე გოლი 84-ე წუთზე გაიტანა.
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ, თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან ქულა დაიმსახურა 169,78, ორი პროგრამის ჯამში კი 248,62 ქულა დააგროვა და ასპარეზობა მე-11 ადგილზე დაასრულა.
რაც შეეხება მოკლე პროგრამას, აქ სპორტსმენმა ასპარეზობა 78,84 ქულით მე-15 ადგილზე დაასრულა.
დღეს მაყურებლის წინაშე სპორტულ ცეკვებში წარდგება დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილიც. მათ რიტმულ ცეკვებში ასპარეზობა 79,34 ქულით მეათე პოზიციაზე დაასრულეს.
მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე ერთი მედალია. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინასსპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაშიმსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, რაც ისტორიული შედეგია. საქართველოს აქამდე უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი არ ჰქონია.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.