საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში მხატვრის, ილუსტრატორისა და კალიგრაფის, ოთარ მეგრელიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბოლო პერიოდში შესრულებული ნახატები და კალიგრაფიის ნიმუშები. ნამუშევრების შექმნისას გამოყენებულია ქსოვილი, აპლიკაცია, ზეთისა და გუაშის საღებავები.
ოთარ მეგრელიძეს ილუსტრირებული აქვს საბავშვო ლიტერატურა როგორც ქართული, ისე უცხოური გამოცემებებისთვის.
2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში,
მისი კალიგრაფიული ნამუშევრები გამოფენილი იყო ოფენბახის შრიფტის მუზეუმში.
ოთარ მეგრელიძის კალიგრაფიით გადაწერილი ,,ცხოვრება მეფეთ მეფის დავითისი” დაცულია ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ერთ-ერთი ფერწერული ნამუშევარი დაცულია ცნობილი იაპონელი კოლექციონერის, ვან გოგის „მზესუმზირების“ მფლობელის, ამიძაკის პირად კოლექციაში.
გამოცემული აქვს კალიგრაფიულად გადაწერილი და მხატვრულად გაფორმებული ხელნაწერი წიგნები: ,,ფსალმუნნი” და ,,ძველი პატერიკი”.
მხატვარს დიდი წვლილი აქვს შეტანილი არა მხოლოდ ქართული კულტურის განვითარებაში, არამედ საქართველოს ისტორიის, ქართული დამწერლობის, ქართული ტრადიციების პოპულარიზაციაში.
გამოფენა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა.
ხელოვნების სასახლე გამოფენას ათი დღის მანძილზე უმასპინძლებს.
საქართველოს კულტურის სამინისტროს და ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, 4-18 ივნისს, თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი -Toradze International Music Festival ჩატარდება.
ფესტივალი ეძღვნება ქართველ კომპოზიტორ დავით თორაძეს და მის შვილს, ცნობილ პიანისტსა და პედაგოგს ალექსანდრე (ლექსო) თორაძეს.
წლევანდელი ფესტივალის პროგრამა, მონაწილეები და შემოქმედებითი კონცეფცია საზოგადოებას თორაძის ფონდის დამფუძნებელმა ნინო თორაძემ, ფესტივალის დირექტორმა ნინა ყიფიანმა, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ედიშერ სავიცკიმ და ფონდის “ქართული გალობა” დამფუძნებელმა ნანა გოთუამ გააცნეს, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა.
„ეს ფესტივალი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნებამ გააერთიანოს საზოგადოება და გააძლიეროს ჩვენი კულტურული იდენტობა“ - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.
ფესტივალი მოიცავს მრავალფეროვან კონცერტებს თბილისსა და რეგიონებში. მასტერკლასებსა და საგანმანათლებლო, ასევე, ახალგაზრდა შემსრულებლების მხარდაჭერის სპეციალურ პროგრამებს.
ფესტივალის დღეებში მუსიკის მოყვარულებს კვლავ მიეცემათ შესაძლებლობა დაესწრონ განსხვავებულ საღამოებს და მოუსმინონ საუკეთესო მუსიკოსებს.
7 ივნისი -19:30 - კონსერვატორიის დიდი დარბაზი
პრემიერა: „კალეიდოსკოპი“ — გოგი ჩლაიძე (ვარიაციები ძველ ქართულ მოტივებზე)
თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, დირიჟორი: მირიან ხუხუნაიშვილი
სოლისტი: ვახტანგ კოდანაშვილი
10 ივნისი, 19:30 - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
საოპერო გალა კონცერტი
შემსრულებლები: ლუდოვიკ ტეზიერი(ბარიტონი), რეიჩელ უილის სორენსენი(სოპრანო), ანალიზა სტროპა (მეცო სოპრანო), ფრანჩესკო დემურო (ტენორი), გიორგი ანდღულაძე (ბანი)
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, დირიჟორი: კარლო მონტანარო
13 ივნისი, 20:00 - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი
კამერული და ფოლკლორული მუსიკის საღამო
შემსრულებლები: ედიშერ სავიცკი(ფორტეპიანო), ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო), გიორგი ლონდარიძე (კონტრაბასი), ნოდარ ჟვანია (ალტი), გიორგი ჯორჯაძე (ჩელო), ანსამბლი „ბასიანი“
18 ივნისი, 20:00 | მარჯანიშვილის თეატრი
საიუბილეო საღამო: „მსუსხავი სილამაზე - ლიანა 100“
ღონისძიება ეძღვნება კინოვარსკვლავ ლიანა ასათიანის 100 წლის იუბილეს.
ავტორი და წამყვანი: ნიკოლოზ წულუკიძე (თეატრმცოდნე)
ორკესტრი და გუნდი - მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
რეგიონული კონცერტები - თორაძის ფონდის სტიპენდიანტები
14 ივნისი - ამბროლაური - დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლა
15 ივნისი - ქუთაისი - მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი
16 ივნისი - საჩხერე - დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლა
ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით, რეგიონული კონცერტების მიზანია ახალი თაობის მხარდაჭერა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
მონაწილეები: ავთანდილ ვართაგავა, ანა გოგოლაძე, ანდრია ბოლქვაძე, ბექა სიხარულიძე, გიორგი გურგენაძე, გიორგი შიოლაშვილი, დავით ვალიშვილი, ეკატერინე ნიკოლაძე, ილია ლომთათიძე, ირაკლი გოგიბერიძე, ნინო კასრელიშვილი, სოფიო აფხაზავა.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული გახდა ავსტრიის წარმომადგენელი 25 წლის JJ, სიმღერით Wasted Love -მან 436 ქულა მიიღო. 69-ე ევროვიზიას შვეიცარიის ქალაქი ბაზელი მასპინძლობდა. ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა კი ავსტრია იქნება.
საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა იტალიას ერგო.
კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას თავად კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“ არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.
კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„Starring Georgia“-ს ფარგლებში, მსოფლიო სუპერვარსკვლავი, პოპ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი ჯასტინ ტიმბერლეიკი 23 ივლისს „დინამო არენაზე“ კონცერტს გამართავს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჯასტინ ტიმბერლეიკი მრავალმხრივი შემსრულებელი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაყიდულია მისი 54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სინგლი. არტისტის კარიერა 30 წლის წინ ცნობილი ბოიბენდის, *NSYNC-ის სოლისტად დაიწყო. ამ ბენდთან ერთად, მან 70 მილიონი ჩანაწერი გაყიდა.
ჯასტინ ტიმბერლეიკს პოპ, დენს და R&B ჟანრებში GRAMMY-ს 10 ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, წარმატებული სოლო ალბომებისთვის - „Man of the Woods“, „The 20/20 Experience“, „FutureSex/LoveSounds“ და მისი სადებიუტო სოლო ალბომისთვის - „Justified“. გარდა ამისა, ჯეი-ზისთან კოლაბორაციით, არტისტმა მსოფლიოში 23 მილიარდზე მეტი აუდიო და ვიდეო სტრიმი მოიპოვა; ასევე, მიიღო „Emmy“-ის 4 ჯილდო საღამოს მუსიკალურ-იუმორისტულ შოუ „Saturday Night Live-ში“ მისი დასამახსოვრებელი გამოსვლებისთვის.
ჯასტინ ტიმბერლეიკს გახმოვანებული აქვს „DreamWorks“-ის ანიმაციური მიუზიკლი „TROLLS-ს“. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა „Can't Stop the Feeling!“ 2017 წელს გამოსული „Trolls Holiday“-დან, „ოსკარზე“ წლის „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი.
არტისტმა ახლახან გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი „Everything I Thought It Was“, რომელიც 18 ახალ სიმღერას შეიცავს, მათ შორის, ჰიტ-სინგლებს: „Selfish“ და „No Angels“.
„დინამო არენაზე“ შეკრებილ მელომანებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ საყვარელ ჰიტებს და სიმღერებს უახლესი ალბომიდან.
ბილეთების გაყიდვა 8 აპრილს დაიწყება, თუმცა, ერთი დღით ადრე, 7 აპრილს „Starring Georgia“-ს ლოიალობის ბარათის „Starring Card“-ის მფლობელთათვის „Pre Sale“ იმოქმედებს, სადაც ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები გაიყიდება.