დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია.
სახარების მიხედვით, სწორედ დიდ ხუთშაბათს დააწესა მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო. ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება წირვა და ტრადიციულად წაიკითხება 12 ვნების სახარება, ლიტურგიის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება.
ტრადიციულად, ამ დღეს წირვის დასრულების შემდეგ, ფეხთბანვის რიტუალი სრულდებოდა, რომლის დროსაც, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანდა, თუმცა წელს ეს რიტუალი არ შესრულდება.
დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება. დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, როდესაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრეფილი 12 ნაწყვეტი იკითხება, რომელშიც იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა.
ხვალ კი წითელი პარასკევია, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ პასკებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე მოსამართლე რევაზ ნადარაია აირჩია.
ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა 5 წლის ვადით ხდება.
რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2025 წლის 3 აპრილს აირჩიეს. სხვადასხვა დროს იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე (სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პალატებში); საკონსტიტუციო სასამართლოში გაწესებამდე, 2021 წლიდან, რევაზ ნადარაია იკავებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. სხვადასხვა დროს, ამავე სასამართლოში ეკავა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარის პოზიციები. ამასთანავე, რევაზ ნადარაია 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, 2019 წელს კი არჩეულ იქნა საპროკურორო საბჭოს წევრად.
დღეიდან სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსათვის უმძიმესი, ვნების კვირა დაიწყო. ვნების შვიდეული ეწოდება აღდგომის წინა კვირას და თითოეული დღე მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების მოგონებას ეძღვნება.
ვნების კვირასთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება ლოცვები, სამშაბათს გაიმართება შვიდგზის ზეთისცხება. ვნების კვირის გამორჩეული დღეა დიდი ხუთშაბათი, როდესაც ფეხთბანის რიტუალი სრულდება და წითელი პარასკევი, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.
მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ პასკებს. ვნების კვირა 20 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე მთავრდება. ეს არის ბოლო კვირა დიდი დღესასწაულის წინ.