საქართველოს ეროვნული ნაკრები, 16 და 19 ნოემბერს, ერთა ლიგაზე ორ შეხვედრას გამართავს. 16-ში, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე, ჩვენი გუნდი უკრაინას უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი, ქალაქ ოლომოუცში, ჩეხეთს ესტუმრება. დასკვნითი შეხვედრების წინ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა და თუ პირველ ადგილზე გასვლა და შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსის შენარჩუნება სურს, ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს.
ვილი სანიოლმა გადამწყვეტი მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. განაცხადშია ლაშა დვალი, რომელიც დისკვლიფიკაციის გამო, უკრაინასთან არ გვეყოლება, თუმცა ჩეხეთთან თამაშს მოახერხებს. რაც შეეხება სრულ სიას, ის ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი);
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), საბა კვირკველია („დინამო“, თბილისი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია);
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევნტე“, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა“, უნგრეთი), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ლევან შენგელია („ოფი“, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ ეტიენი“, საფრანგეთი);
თავდამსხმელები: საბა ლობჟანიძე („ატლანტა“, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ერიკ ტენ ჰააგმა ჩაიბაარა, გულშემატკივრები ელოდნენ, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი, იპოვიდაიმ შემადგენლობას, რომლითაც „წითელი ეშმაკები“ ძველ დიდებას დაიბრუნებდნენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგასაც დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ტენ ჰააგის გაწვრთნილმა გუნდმა ვერაფერი შეძლო და ლოგიკურიც იყო, რომ გასული და მიმდინარე სეზონისსრულად ჩაგდების შემდეგ, ჰოლანდიელს კარისკენ მიუთითეს. არსებობდა ვარაუდი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ რუუდ ვან ნისტელროი ჩაიბაარებდა, ისევ ჰოლანდიელი, ამავე კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი, მაგრმა ნურას უკაცრავად - დირექტორატმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
მოკლედ, „მანჩესტერის“ თავკაცად რუბენ ამორიმი დაინიშნა. 39 წლის პორტუგალიელი ინგლისელებმა „სპორტინგს“ წაართვეს. ჰო, სწორედ რომ წაართვეს, რადგან ამ კლუბში ამორიმს საოცარი შედეგი ჰქონდა - საწყის 10 ტურში, 10 მოგება, 35 გატანილი და მხოლოდ 3 მიღებული ბურთი. კომპენსაციის სახით, „სპორტინგი“ 11 მილინ ევროს მიიღებს და შეეცდება ახალი მწვრთნელი მოძებნოს, ხოლო თავად ამორიმის გასამრჯელი 8 მილიონი ევრო იქნება. პორტუგალიელთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა და როგორც ამბობენ, მას კლუბის ხელმძღვანელობა ტრანსფერებისთვის სოლიდურ თანხებს გამოუყოფს.