2025 წლის 19 იანვარს, მერაბ დვალიშვილი, UFC-ს სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში ქამრის დაცვას შეეცდება, მისი მეტოქე უმარ ნურმაგომედოვია, რომელთან შეხვედრასაც ყველა პროგნოზირებდა. რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, UFC-ს შეფმა, დანა უაითმა ახსნა.
„ვფიქრობ, არაჩვეულებრივი ბრძოლა ჩაინიშნა და უძლიერესი გაიმარჯვებს. მერაბი ჩემთან სამშაბათს იყო მოსული და მთხოვა, რომ უმართან ბრძლა რაც შეიძლება მალე ჩამენიშნა. რაც შეეხება უმარს, მას დაღესტანში ღამით დავურეკე და მისი პასუხი ასეთი იყოს - „ეშმაკმა დალახვროს... რა თქმა უნდა, თანახმა ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას“.
ასე რომ, გულშემატკივრები საოცარ ორთაბრძოლას ნახავენ.
კომენტარი გააკეთა უმარის ბიძაშვილმა, ლეგენდარულმა ვეტერანმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმაც:
„ამ დღეს ქამრისთვის კიდევ ერთი დაღესტნელი იბრძლებს. პირველად ხდება, რომ დაღესტანში, ერთდროულად, ორი ქამრის წაღება შეგვიძლია და იმედია, ასეც მოხდება“.
დვალიშვილს UFC-ში 18 ბრძოლის წილ, 4 მარცხი აქვს (ქართველ მებრძოლს ბოლო 11 შეხვედრა არ წაუგია), ხოლო ნურმაგომედოვის ანგარიშზე 18 შეხვედრა და ამდენივე გამარჯვებაა. იმედია, ნურმაგომედოვი პირველ მარცხს სწორედ 19 იანვარს იგემებს.