ევროპული ჯარების უკრაინაში შეყვანა რუსეთთან ომს ნიშნავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპელი ხალხი აცნობიერებს, რომ მათი ლიდერები ქვეყნებს კონფლიქტისკენ უბიძგებენ, რაც ხსნის გერმანიის არჩევნებში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბოლოდროინდელ შედეგებს.
პუტინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა პირდაპირ დაუჭირეს მხარი სეპარატიზმს კავკასიაში და პროვოცირება გაუკეთეს უკრაინის ამჟამინდელ კრიზისს.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოება მიუღებელია. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპელებს არ ემუქრება და არც აპირებს ამის გაკეთებას.
„ახლა ისინი ამბობენ, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნას განიხილავენ. ეს რუსეთთან ომს ნიშნავს. ვფიქრობ, ყველაფერი, რაც ევროპაში ხდება, ე.წ. დასავლეთის, დასავლელი გლობალისტების პოლიტიკაში, უსაფრთხოებასა და ეკონომიკაში სისტემური შეცდომების შედეგია. ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ ოლიმპოზე ყოფნის შეგრძნება ჰქონდათ. როგორც ჩანს, სჯეროდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ, რომ იყვნენ ისინი, ვინც შეცდომებს არასდროს უშვებდნენ. ეს შეცდომები დაგროვდა თოვლის გუნდად. რეჟიმის შეცვლისთანავე, ვიმეორებ, სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების გზით, მათ დაუყოვნებლივ დაისახეს მიზნად უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება. ეს საბოლოოდ გახდა უკრაინაში დღევანდელი ტრაგიკული მოვლენების ძირითადი მიზეზი“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ხვდება. სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინაში ომის მოგვარების მიზნით პირველად ჩავიდნენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
ერთი დღით ადრე, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. თეთრ სახლში ამ მოლაპარაკებებს „შინაარსიანი“ უწოდეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მოსკოვში მყოფ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს – ჯარედ კუშნერსა და სტივ უტკოფს ტელეფონით ესაუბრა.
მისივე თქმით, მომლაპარაკებლებმა მას პირბა მისცეს, რომ რუსეთიდან უკრაინს მიმართულებით საჰაერო დარტყმები დროებით შეწყდება. პარალელურად კი, უკრაინა სამი დღის განმავლობაში რუსეთზე თავდასხმებს შეწყვეტს.
„ჩვენ ახლახან ვესაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლებს. მათ დღეს უკვე დაიწყეს მუშაობა რუსულ მხარესთან. ჩვენი ამ საუბრის მომენტიდან ისინი მზად არიან, დაიცვან საჰაერო დარტყმების შეწყვეტის რეჟიმი მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ქალაქებზე. ამ მომენტიდან შაბათის, კვირას და ორშაბათს დღის ბოლომდე უკრაინა მზადაა, თავი შეიკავოს მოსკოვზე დარტყმებისგან და ჩვენ ველით, რომ რუსები იგივეს გააკეთებენ კიევთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან მისი თქმით, 6 სექტმებერს კიევში კუშნერსა და უიტკოფს ელოდება.
„დიპლომატიურ გზაზე ჩვენი ქმედებები უნდა იყოს და იქნება ასი პროცენტით ძლიერი და ეფექტური. დამტკიცდა ხვალ კიევში ამერიკული გუნდის მონაწილეობით დაგეგმილი დიპლომატიური ღონისძიებების გეგმა. ველოდებით სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს და მზად ვართ არსებითი საუბრისთვის. მადლობა ყველას, ვინც უკრაინასთანაა“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები – ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მორიგი ძალისხმევის ფარგლებში რუსეთში დღეს ჩავიდნენ. მომლაპარაკებლები მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში სპეციალური რეისით ჩაფრინდნენ, სადაც მათ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა. მოლმლაპარაკებლებს დაგეგმილი აქვთ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა.