ეს გემრიელი სასმელი ლიდერია ანტიოქსიდანტების შემცველობით. კაკაო ადამიანს იცავს სიმსივნისა და ბევრი სხვა დაავადებისაგან, რომელიც საშიშია სიცოცხლისთვის. ის ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას. კაკაოში არსებული ანტიოქსიდანტების რაოდეობა თითქმის ორჯერ აღემატება წითელ ღვინოში არსებულს. მიუხედავად იმისა, რომ კაკაოს ბევრი პროდუქტი, მაგალითად, შოკოლადი შეიცავს, უმჯობესია, ამ ტკბილეულის ნაცვლად, ერთი ფინჯანი კაკაოს სასმელი მიირთვათ. თანაც, შოკოლადში დიდი რაოდენობით არის ნაჯერი ცხიმები, 40-გრამიან ფილაში - 8 გრამი, ერთ ფინჯან კაკაოში კი - მხოლოდ 0.3 გრამი.
თუ კაკაოს ფხვნილისგან მომზადებულ გემრიელ სასმელს ყოველდღე მიირთმევთ, ამით მნიშვნელოვნად შეინარჩუნებთ ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და სისხლში ანტიოქსიდანტების შემცველობაც მოიმატებს. ფაქტია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩაისა და ყავაზე ხშირად, კაკაოს მიირთმევენ, ნაკლებად ავადდებიან კიბოთი. ეს ბოლო კვლევების შედეგებმაც აჩვენა.