პოლონეთში მცხოვრები ფისო, სახელად ბაკარდი, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ კატად აღიარეს. ეს ტიტული მას ნორვეგიაში ჩატარებული კატების საერთაშორისო გამოფენის - FIFE World Show ჟიურიმ მიანიჭა. 26 მსაჯი 1500-ზე მეტი მონაწილის შეფერილობას, ბეწვს, აღნაგობასა და სახის ფორმას აფასებდა. ბაკარდიმ, რომელიც რუსული ცისფერი ჯიშის წარმომადგენელია, ფინალში სომალიური, აბისინური და ორიენტული ჯიშის კატებს აჯობა. „ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი კატა ყველაზე ლამაზი იყო, ახლა ამის წერილობითი დასტურიც მაქვს“, - ამბობს კატის ბედნიერი პატრონი, ჯოანა კოვალჩიკი.