ნიუ-დელი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქების რეიტინგს ჩაუდგა სათავეში მას შემდეგ, რაც „დივალის“ ცეცხლის ფესტივალზე, არაფრად ჩააგდეს აკრძალვა მაშხალებზე და ფოიერვერკების საწყობში ხანძარი გაჩნდა. ამ ინციდენტმა ჰაერის დაბინძურება საშიშ დონემდე ასწია. შვეიცარიული კომპანია IQ Air-ის მონაცემებით, ჰაერის ხარისხის ინდექსი 359-ია, რითაც დელი მსოფლიოს ყველაზე ბინძური ქალაქი გახდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ აკრძალა მაშხალები „დივალის“ ფესტივალზე, მაგრამ ამ აკრძალვის გაკონტროლებას ვერ ახერხებს.