ამერიკელმა სწავლულებმა, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტიდან, სალმონელას ბაქტერიით სიმსივნის მკურნალობის მეთოდი შეიმუშავეს. ბევრმა იცის, რომ სალმონელა პათოგენური ბაქტერიაა, რომელიც სალმონელოზს იწვევს. ამის მიუხედავად, მას უჯრედში შეღწევისა და მასში გამრავლების კარგი უნარი აქვს. საერთოდ, უჯრედში შეღწევა რთული პროცესია, რომელიც რამდენიმე სახის ცილის წარმოქმას მოითხოვს. სალმონელას სწორედ ამ თვისების გამოყენება სცადეს მკვლევარებმა კიბოს სამკურნალო პრეპარატების შესაქმნელად. სწავლულებმა ცდები მღრღნელებზე ჩაატარეს. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ახალშექმნილი პრეპარატი ჯანსაღ ორგანოებში არ გროვდება. თაგვებში შენელდა სიმსივნეების ზრდა და მეტასტაზირებაც შეჩერდა.