სინგაპურის მცხოვრებლებს, თუკი ისინი სწორად იკვებებიან და ამავდროულად, სპორტსაც მისდევენ, იცავენ ძილის რეჟიმს, შეუძლიათ, 280 დოლარამდე იშოვონ. ეს ჩაწერილია შეთანხმებაში, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ კომპანია Apple-თან დადო. აქცია ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობა შეეძლებათ აიფონებისა და Apple Watch-ის მფლობელებს. ისინი დარეგისტრირდებიან სპეციალურ პროგრამაში, რომელიც მათ ჯანმრთელ ჩვევებზე შეაგროვებს მონაცემებს. გარკვეული მაჩვენებლის მიღწევისას, პროგრამაში მონაწილეები ფულად ჯილდოს მიიღებენ.