აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი თანამდებობას ტოვებს. ელჩს ეს ინფორმაცია თავად ჯერ არ დაუდასტურებია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის 4 წლით შეჩერების შესახებ და შეაჩერა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა.

ზალკალიანი აშშ-ში ელჩად 2022 წლიდან მუშაობს. ის მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე თანამდებობები დატოვეს ლიეტუვასა და ბულგარეთში საქართველოს ელჩებმა, ასევე იტალიაში ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. 200-მდე დიპლომატი კი საჯარო განცხადებით გაემიჯნა ხელისუფლების გადაწყვეტილებას.