Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    232
    17 h

    კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ - ირაკლი კობახიძე

    ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამ ხელისუფლების პირობებში - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    242
    18 h

    ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამ ხელისუფლების პირობებში - პრემიერი

    ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია რაც შეიძლება მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    243
    18 h

    ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია რაც შეიძლება მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში - ირაკლი კობახიძე

    ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესთი ინთერნეიშენალის“ მხრიდან - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    127
    18 h

    ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესთი ინთერნეიშენალის“ მხრიდან - ირაკლი კობახიძე

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    27344
    5 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    74714
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    88260
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    64398
    11 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    11 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამების ტაძარში წირვას აღავლენს
    Details
    საზოგადოება
    240
    15 h

    11 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამების ტაძარში წირვას აღავლენს

    პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ დანაშაული ვერ დადგინდა და გამოძიება შეწყდა - პროკურატურა
    Details
    სამართალი
    334
    22 h

    პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ დანაშაული ვერ დადგინდა და გამოძიება შეწყდა - პროკურატურა

    კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ნარკორეალიზატორია
    Details
    კრიმინალი
    244
    1 d

    კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ნარკორეალიზატორია

    ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
    Details
    სპორტი
    255
    1 d

    ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
1 y
669

როგორ აფასებს შს სამინისტრო 28 ნოემბრის აქციას - ბრიფინგი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ბრიფინგი ჩაატარა და ჟუნრალისტებს  გუშინდელი აქციის შესახებ ესაუბრა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, ასევე, აქციის მონაწილეების მიერ დაანონსებულია შეკრება-მანიფესტაცია რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოწოდებები შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებისას სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ბლოკირების, მათ შორის, ტელერადიომაუწლებლობების, რკინიგზის სადგურების, ცენტრალური მაგისტრალებისა და სხვა საკვანძო ობიექტების პიკეტირების შესახებ.

ასევე, სოციალურ ქსელებში არსებულ სხვადასხვა დახურულ ჯგუფში, გარკვეული პირები აქტიურად ავრცელებენ პროვოკაციულ მოწოდებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილების და ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დაზიანების შესახებ.

ამავე ჯგუფების წევრები შეკრება-მანიფესტაციისთვის ხელკეტებით, რკინის მილების, ჯაჭვების, საღებავების, სხვადასხვა სახის რკინის ნივთებისა და ხელსაწყოების მობილიზებას აორგანიზებენ და თანამოაზრეებს მოუწოდებენ აქციაზე სამართალდამცველთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისას გამოიყენონ აღნიშნული ნივთები.

აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, რათა დაცული იყოს შეკრების მშვიდობიანი ხასიათი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა დაწესებულების გამართული ფუნქციონირება და ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა.

ხაზგასასმელია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნორმალური მუშაობისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხების უფლებას.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, აკრძალულია შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.

ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე და 222-ე (პრიმა) მუხლების თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება, ბლოკირება ან სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების ორგანიზება.

აღნიშნული დანაშაულები სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შეკრების მშვიდობიანობის უზრუნველყოფის მიზნით კანონმდებლობა ადგენს არაერთ აკრძალვას, მათ შორის, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-11 (პრიმა) მუხლების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:

• იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;

• იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;

• იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერება;

• იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;

• დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.

• დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეების მიერ ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და სხვაგვარი ხელყოფა.

აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონისგან, რომელიც ქმნის შეკრების მშვიდობიანი ხასიათის დაკარგვის რეალურ რისკებს.

აქციის მონაწილეებს, ასევე, ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას აკრძალული ნივთების ჩამოსართმევად.

ასევე, ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას.

გვსურს საზოგადოებას ასევე შევახსენოთ, რომ გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეების მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი დაშავდა. ასევე, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა, გზის საფარი და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები.

აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.

აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები დღესაც მობილიზებულები იქნებიან დაგეგმილ აქციაზე და დაიცავენ მართლწესრიგს.

Share Article

More From ვერსია

  • მსოფლიო ამბები

    პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა - ტრამპი

  • მსოფლიო ამბები

    ᲔᲠ-ᲠᲘᲐᲓᲘᲡ ᲐᲔᲠᲝᲞᲝᲠᲢᲨᲘ ᲐᲤᲔᲗᲥᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲓᲔᲒᲐᲓ 12 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲓᲐᲘᲦᲣᲞᲐ, 300-ᲖᲔ ᲛᲔᲢᲘ ᲙᲘ ᲓᲐᲨᲐᲕᲓᲐ

  • საზოგადოება

    11 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამების ტაძარში წირვას აღავლენს

  • პოლიტიკა

    კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა

    ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამ ხელისუფლების პირობებში - პრემიერი

  • პოლიტიკა

    ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია რაც შეიძლება მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა

    ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესთი ინთერნეიშენალის“ მხრიდან - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა

    ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა, წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, ეს არის ზუსტად სააკაშვილის და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა

    ძალადობრივი აქციები იყო ინსტრუმენტი დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა" - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა

    ევროკავშირის წარმომადგენლობამ ღონისძიებაზე ზედიზედ მეორედ მიიწვია ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით - ირაკლი კობახიძე

VERSIA.GE