ესპანელმა სწავლულებმა, მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან, გარკვიეს, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, როცა თეთრ ღვინოს მიირთმვენ. ჩატარებული კვლევებისას დადგინდა, რომ ხილისა და ყვავილოვანი თეთრი ღვინო აძლიერებს ისეთ ემოციებს, როგორიც სიხარული და ბედნიერებაა. წითელი ღვინის მოხმარება კი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს აგრესიას და დანაშაულის გრძნობას. ასეთი დასკვნების გაკეთება სპეციალისტებმა ექსპერიმენტის შემდეგ შეძლეს, რომელშიც 200-ზე მეტი ქალბატონი მონაწილეობდა. მათ ექვსი თეთრი, ვარდისფერი და წითელი ღვინო დააგემოვნეს და ამ სასმელებით მიღებული ემოციები აღწერეს. შედეგად, გაირკვა, რომ ბედნიერების შეგრძნებას ყველაზე მეტად თეთრი ღვინო იწვევდა.