ამერიკის ეროვნული ქიმიური საზოგადოების მეცნიერები გვირჩევენ, ძვლების გასამაგრებლად დავლიოთ... ტეკილა. საქმე ის არის, რომ სწავლულების მტკიცებით, სასმელი აგავასგან გამოყოფილ სასარგებლო ფერმენტებს შეიცავს. ამ ფერმენტების მეშვებით, ორგანიზმში მოხვედრილი კალცი მაქსიმალურად ეფექტურად აითვისება. როგორც ექიმები ამბობენ, აგავას ფერმენტები სასარგებლოა სისუსტის დროს და სიმსუქნის საწინააღმდეგოდ, საკვების გადამუშავების პრობლემებისას და დიაბეტისას. გლუკოზას წყალობით, რომელსაც ის შეიცავს, ფერმენტები გემოთი სასიამოვნო და ტკბილია. ექსპერიმენტებისას, მას პერიოდულად აძლევდნენ მღრღნელებს, შედეგად კი მათი ძვლები 50% (!) უფრო მტკიცე გახდა. თუმცა, როგორც მედიკოსები აცხადებენ, ამ ალკოჰოლური სასმელის სამკურნალო პრეპარატად აღიარება, რასაკვირველია, არ შეიძლება. ტეკილა ალკოჰოლია და როგორც ყველა ალკოჰოლური სასმელი, ისიც მავნეა.