Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

გასულ უქმეებზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ორი შეხვედრა გამართა და ორივე ფინეთთან. 21 ნოემბერს ფინეთში ვითამაშეთ, 24-ში კი - საქართველოში.
ალალად ვთქვათ - როგორც პირველ, ისე მეორე შეხვედრაში, ჩვენმა ნაკრებმა საწყისი პერიოდი ჩააგდო და ორივე შემთხვევაში, პირველი ტაიმი წააგო. მეტიც, განსაკუთრებით ფინეთში ჩატარებული მატჩი ისე დავიწყეთ, გვეგონა, გავნადგურდებოდით, რადგან მეტოქე საწყის წუთებში 9-0-ს იგებდა, მაგრამ მერე... მერე ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ აიღო თამაში საკუთარ თავზე და მეტოქეს შავი დღე აყარა. იგივე მოხდა თბილისშიც - საუკეთესო კვლავ შენგელია იყო და აშკარაა, რომ კაპიტანთან ერთად და მის გარეშე, საქართველოს ნაკრები ორი სხვადასხვა გუნდია.
ძალიან კარგია ისიც, რომ ნაკრებს ნატურალიზებული კალათბურთელი, კამალ ბოლდუინი საუცხოოდ მოეერგო და შენგელიას შემდეგ, როგორც ერთ, ისე მეორე შეხვედრაში, მოედანზე საუკეთესო იყო. ჯგუფში ორი შეხვედრის ჩატარებაღა დაგვრჩა და ორივეს მომავალ წელს გავმართავთ. 21 თებერვალს თბილისში დანიას ვხვდებით, 24 თებერვალს კი, სტუმრად სერბეთს. ჰოდა, თუ დანიაას მოვუგებთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვიასპარეზებთ და ეს ზედიზედ მეექვსე შემთხვევა იქნება, როცა საქართველო კონტინენტის მთავარ პირველობაზე გამოვა.