Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

ალალად ვაღიაროთ - არავინ ელოდა, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ხორვატ თანატოლებს დაამარცხებდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებდა. მით უმეტეს, პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელიც ქართველებმა 1:0 კი მოიგეს, მაგრამ, მეტოქემ ბოლო ნახევარი საათი 10 კაცით ითამაშა და ამის მიუხედავად, ხორვატები გვიტევდნენ, ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, ჩვენს გუნდს კი, მთავარ საფიქრალად 1:0-ის შენარჩუნება ჰქონდა.
ხორვატიაში გამართულ საპასუხო შეხვედრაში, მასპინძლები მალევე დაწინაურდნენ - მე-11 წუთზე შეაგდეს და თითქოს, ჩვენი რბევა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 28-ე წუთზე, გაგნიძემ ულამაზესი და უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა. მოკლედ, შეხვედრას სამჯერ ვაგებდით და საბოლო ჯამში, მატჩი 3:2 მორჩა და დამატებით დროშიც არაფერი შეიცვალა. აი, პენალტების სერიაში კი, ნამდვილი საფეხბურთო დრამა გათამაშდა. ჩვენებმა პირველივე თერთმეტმეტრიანი გააფუჭეს, მასპინძლებმა ოთხი გაიტანეს და გადამწყვეტი პენალტის შესასრულებლად მათი კაპიტანი მივიდა, თუმცა ლუკა ხარატიშვილმა თითქოს აუღებელი აიღო და ნერვების თამაში დაიწყო - ერთი გაცუდებული თერთმეტმეტრიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის დაკარგვას ნიშნავდა. მთელი მატჩი ისე მიდიოდა, რომ მას თავისი გმირი სჭირდებოდა და საბედნიეროდ, ეს გმირი ხარატიშვილი აღმოჩნდა - მან კიდევ ერთი პენალტი მოიგერია და ხორვატიაში ქართული ზეიმი დაიწყო.
გარდა იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა თავისთავად ძალიან პრესტიჟული და კარგია, ეს არის უდიდესი ბაზარი. სწორედ 21-წლამდელთა პირველობას ესწრება უამრავი სკაუტი იმის იმედად, რომ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს იპოვის და დიდ გუნდში წაიყვანს. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ბიჭებიდან, ახალ საფეხბურთო ეტაპს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, არაერთი დაიწყებს.