მას შემდეგ, რაც ფრანგულმა „მონაკომ“ მთავარი მწვრთნელი, საშა ობრადოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა, ადგილი ვაკანტური იყო და აღნიშნული პოსტი გასულ კვირას, მანუჩარ მარკოიშვილს ჩააბარეს. საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, 2021 წლიდან მუშაობს მონაკოში, თუმცა ის აქამდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ახლა კი, მთავარ კაცად დაინიშნა.
„მართალია, მარკოიშვილი ახალგაზრდა სპეციალისტია, მაგრამ ზურგს უკვე დიდი გამოცდილება უმაგრებს და იმედი გვაქვს, რომ ის „მონაკოს“ ახალ სიმაღლეებზე აიყვანს“, - წერია გუნდის განცხადებაში.