Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა „დიეგო მარადონაზე“ გაიმართა. „ნაპოლიმ“ „რომას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა, რის შემდეგაც, ქულათა მარაგი 29-მდე შეავსო და კვლავ ლიდერია. რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია და თანაგუნდელთა შორის საუკეთესოც გახლდათ, თამაშს სწორედ ის ამწვავებდა, გოლიც მისი იერიშის შემდეგ გავიდა და... მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა 66-ე წუთზე შეცვალა, რაც ბევრს არ მოეწონა, თუმცა...
„გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლოს, კვარაცხელია გუნდიდან წავა, ამიტომ მწვრთნელს ახლა ერთი თავის ტკივილი აქვს - მის პოზიციაზე ვინმე უნდა იპოვოს. შესაბამისად, ქართველს ხშირად შეცვლის ხოლმე და სხვადასხვა ვარიანტებს მოსინჯავს. ხვიჩასთან „ნაპოლი“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რადგან მასში მსუყე თანხის მიღების იმედი აქვს და აუცილებლად გაყიდის“, - ასეთია იტალიელი ჟურნალისტების მოსაზრება.
მეორე ბუნდესლიგაში თავისი მეცხრე გოლი გაიტანა ბუდუ ზივზივაძემ და კიდევ ერთ ფეხბურთელთან ერთად, ბომბარდირთა დავაში 1-2 ადგილებს იყოფს. ბუდუს „კარლსრუემ“ კი მორიგი მატჩი მოიგო და ბუნდესლიგაში აღზევებისთვის სერიოზული პრეტენზია ექნება.


ვალენსიაში მომხდარი წყალდიდობის გამო, გიორგი მამარდაშვილის გუნდმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის ორი ტური გამოტოვა და გუნდი ქალაქის ცენტრალურ სტადიონს მხოლოდ გასულ უქმეებზე დაუბრუნდა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო და რაღა თქმა უნდა, შავი სამკლავურებით გაგრძელდა. მამარდა კარს საიმედოდ იცავდა და მართალია, 2 გოლი გაუშვა, ურთულესი ბურთები მოიგერია, „ვალენსიამ“ კი „ბეტისი“ 4:2 დაამარცხა და მართალია, ჯერ ისევ გასავარდნ ზონაშია, მეტოქეებზე ორი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.


მხოლოდ 11 წუთი ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ. მისი „ლიონი“ „რენს“ დაუზავდა და უვკე შეიძლება იმის თქმა, რომ ლიონელები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ, თმცა ისევ შეგახსენებთ, რომ თუ ზაფხულში გუნდი 505 მილიონიან დავალიანებას არ დაფარავს, ლიგის საგზური კი არა, სადაც არის, იქიდანაც დააქვეითებენ.
ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ მორიგ ტურში მოწინააღმდეგეს ნამდვილი შტურმი მოუწყო და 7 უპასუხო გოლი გაუტანა. შვიდიდან ერთი, გუნდის კაპიტნის, კიტეიშვილის პასით გავიდა და ზოგადად, ოთო მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
სტუმრად, „პლიმუთს“ დაუზავდა გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“. ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 74 წუთი გაატარა და აქტიურიც იყო, თუმცა მის ანგარიშზე საგოლე მოქმედება არ დაფიქსირებულა.