ტოკიოში მოგებული გრან-პრის შემდეგ, ქართველი მოციგურავეები, ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა ამჯერად პოლონეეთის დედაქალაქში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე გამოვიდნენ. ამ ტურნირის მოგების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ექნებოდათ, წლის დასკვნით შეჯიბრში, საფრანგეთში გასამართ გრან-პრის ფინალშში მიეეღოთ მონაწილეობა, რომელიც 5-8 დეკემბერს, გრენობლში შედგება.
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ძალიაან კარგად ისრიალა, ორი პროგრამის ჯამში მათ 202.03 ქულა მოაგროვეს, პირველი ადგილი არავის დაუთმეს და შესაბამისად, 5-8 დეკეემბეერს, წლის მთავარ შოუზე, ქართულ წყვილსაც ვიხილავთ.