ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ შვრიის ფაფის ყოველდღიურ მოხმარებას შეუძლია ადამიანი საშიში დიაგნოზისგან დაიცვას. კვლევებით აღმოჩნდა, რომ ეს უბრალო მცენარეული ნარევი ადამიანს ავთვისებიან სიმსივნეს, ინფარქტსა და ინსულტსაც აარიდებს. სწავლულებმა 12 კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 800 ათასამდე ადამიანი მონაწილოებდა. მათ ამ რესპონდენტების ავადმყოფობის ისტორია შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ ისინი, რომლებიც ყოველდღიურად, სულ ცოტა, 70 გრამ ბურღულეულს მიირთმევდნენ, სასიკვდილო დაავადებების რისკი 22%-ით უმცირდებოდათ.

მეცნიერები ყველას ურჩევენ, დილა შვრიის ფაფით დაიწყონ, რომელიც 70-100 გრამი ფანტელისგან იქნება მომზადებული. სპეციალისტების დათვლებით, მისი ყოველი 16 გრამი სიკვდილიანობას 7%-ით ამცირებს, სიმსივნით სიკვდილის რისკებს კი - 5%-ით. მკვლევარები თავადაც შოკირებულნი დარჩნენ ამ შედეგებით და აცხადებენ, რომ მედიკოსებმა ერთხმად უნდა მოუწოდონ მოსახლეობას, ხშირად მიირთვან შვრიის ფაფა, განსაკუთრებით კი გარკვეული დაავადებების მქონე პაციენტებმა, რათა გაიუმჯობესონ ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შემცირდეს მსოფლიოში. სწავლულები აღნიშნავენ, რომ შრიის მსგავს საკვებ ბოჭკოებს შეიცავს ასევე კინოაც.