ტაქსის შეკვეთის პოპულარულმა სერვისმა - Uber, მომხმარებლები დუბაიში უჩვეულო მომსახურებით გააოცა. აღმოჩნდა, რომ მისი აპლიკაციის მეშვეობით არა მხოლოდ ავტომობილის, არამედ... აქლემის გამოძახებაც შეიძლება. ეს ამბავი ორი ტურისტი ქალის ისტორიის წყალობით გახდა ცნობილი, რომლებიც უდაბნოში დაიკარგნენ. ერთ-ერთი მათგანი, ცდილობდა რა, გამოსავლის პოვნას, Uber-ის აპლიკაცია გახსნა და მოულოდნელი „ოფციაც“ (დამატებითი ფუნქცია) აღმოაჩინა - აქლემის გამოძახება. დიდხანს არ უფიქრია და შეკვეთა გააფორმა. წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდნენ მოგზაურები, როცა მათთან მართლაც მივიდა მამაკაცი აქლემით და სერვისის - Uber Camel-ის მძღოლად წარუდგინა თავი. გაირკვა, რომ ცხოველის პატრონს პირველად არ უწევდა უდაბნოში დაკარგულების გადარჩენა, რომელთაც მოაფიქრდათ და სერვისის პლატფორმიდან უჩვეულო „ტაქსი“ გამოიძახეს.