საფრანგეთის ხელისუფლება პარიზის ღვთისმშობლის განახლებულ ტაძარში შესვლაზე ტურისტებისთვის გადასახადს აწესებს. როგორც The Independent-ი წერს, კულტურის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით, ტაძარში შესასვლელად სტუმრებს 5 ევროს გადახდა მოუწევთ. ამ გადასახადიდან შესულ თანხას მთავრობა სხვა სარესტავრაციო რელიგიური შენობების აღდგენას მოახმარს. ვარაუდობენ, რომ წელიწადში 75 მილიონი ევროს მოზიდვას შეძლებენ. ეს გადასახადი მაშინვე ამოქმედდება, როგორც კი ნოტრ-დამი, ხანძრის შემდგომ მასშტაბური რესტავრაციის დასრულების შემდეგ, ხელახლა გაიხსნება. აღდგენითი სამუშაოები თთქმის ხუთ წელიწადს მიმდინარეობდა.

აქამდე ნოტრ-დამში შესვლა უფასო იყო, თუმცა მისი კოშკებიდან პარიზის პანორამული ხედებისთვის და ტაძრის კედლებზე ცნობილი გარგოლების ახლოდან სანახავად 8.50 ევროს გადახდა იყო საჭირო. წელიწადში ტაძარს 13 მილიონამდე მნახველი ჰყავდა. ტაძრის გახსნა დეკემბრის დასაწყისშია დაგეგმილი, თუმცა მისი სრული რესტავრაცია 2025 წლამდე გაგრძელდება.