ფსიქოლოგებმა საინტერესო რამ აღმოაჩინეს - თურმე, ადამიანის ძილის პოზა მის ხასიათს უკავშირდება. ამის დასადგენად, სპეციალისტებმა მოხალისეების გამოკითხვაც ჩაატარეს და მათი ფსიქოლოგიური პორტრეტი შეადგინეს. შედეგების მიხედვით გარკვა, რომ ვისაც საწოლის მარცხენა ნახევარზე უყვარს ძილი, ყველაზე მეტად გაუმართლა. სწორედ ასეთი მდებარეობა, სწავლულების მოსაზრებით, განსაზღვრავს ადამიანის მეგობრულობასა და გულისხმიერებას. გარდა ამისა, ისინი სამსახურშიც წარმატებას აღწევენ და დილაობით უფრო უკეთეს განწყობაზე იღვიძებენ.  იმ მოხალისეებს, რომლებსაც ამ პოზაში ეძინათ, ყველაზე მეტი მეგობარი ჰყავდათ. იმავდროულად, საწოლის მარჯვენა მხარის მოყვარული ადამიანები 9%-ით მეტად მარტოსულები არიან. თუ მძინარე ადამიანი გვერდზე წევს და ხელები სხეულის გასწვრივ აქვს, მისი ხასიათი რაციონალურობითა და სიმშვიდით გამოირჩევა, ხოლო თუ ხელები ზემოთ, წინ უწყვია, შეიძლება, ცინიკოსადაც ჩავთვალოთ. ძილის დროს „ჯარისკაცის“ პოზა ადამიანის ერთგულებასა და პატიოსნებაზე მეტყველებს, მუცელზე წოლა კი მეოცნებეებსა და ძლიერ პიროვნებებს ახასიათებთ.