ნორვეგიის მთავრობაში გადაწყვიტეს, რომ 15 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აუკრძალონ, რათა მოზარდები მისი მავნე ზემოქმედებისგან დაიცვან. ამჟამად ქვეყანაში ონლაინ-პლატფორმების გამოყენების მინიმალური ასაკი 13 წელია, თუმცა მედიის მართვის სამმართველოს მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ სოციალურ მედიას 9 წლის ბავშვების თითქმის ნახევარი, 10 წლისების - 58% და 11 წლისების - 72% იყენებს. მთავრობა, ასევე, გეგმავს ასაკის გადამოწმების მექანიზმის შემუშავებას, მოზარდებმა მისთვის თავის არიდება რომ ვერ შეძლონ.