სამხრეთ კორეეელმა სწავლულებმა, ტვინის სიმსივნეების სამკურნალოდ ნანონაწილაკები შექმნეს, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეღწევის უნარით აღჭურვეს, მსგავსად ცოფის ვირუსისა. ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი იწვევს მენინგოენცეფალიტს, აუვლის რა, გვერდს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, რომელიც ცენტრალურ ნერვულ და სისხლის მიმოქცევის სისტემებს გამოყოფს. რაკიღა ეს ბარიერი ხელს უშლის სამკურნალო პრეპარატების შეღწევასაც, სწავლულებმა შექმნეს ნანონაწილაკები, რომლებიც ცოფის ვირუსის ცილით დაფარეს. სწორედ ეს ცილა ეხმარება ვირუსს, შეაღწიოს ნერვულ უჯრედებში. ნაწილაკები, სამკურნალო პრეპარატებით, ოქროსგან დაამზადეს და ისეთივე ფორმა მისცეს, როგორიც ვირუსს. კვლევები სწავლულებმა ლაბორატორიულ თაგვებზე ჩაატარეს. შედეგი დადებითი აღმოჩნდა - ცხოველებს სიმსივნის ზომა შეუმცირდათ.