Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    რა სასჯელი გემუქრებათ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის გამო
    Details
    პოლიტიკა
    78
    1 h

    რა სასჯელი გემუქრებათ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის გამო

    ოპოზიცია გაერთიანდა - ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
    Details
    პოლიტიკა
    89
    5 m

    ოპოზიცია გაერთიანდა - ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

    “ქართული კვალიც ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის” - Daily Mail-ის კორესპონდენტი ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის გამოძიებაზე
    Details
    პოლიტიკა
    117
    3 h

    “ქართული კვალიც ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის” - Daily Mail-ის კორესპონდენტი ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის გამოძიებაზე

    პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    127
    3 h

    პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    12721
    4 m

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

    Details
    ეკონომიკა
    654
    2 d

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

    Details
    ეკონომიკა
    4266
    3 w

    "ბაზისბანკი" "ლიბერთის" ყიდულობს - გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება

    Details
    ეკონომიკა
    13014
    5 m

    "ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება" - ირაკლი კობახიძე

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    ალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა
    Details
    განათლება
    277
    4 h

    ალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა

    რუსთავი-თბილისის ავტობუსები განახლებული სქემით ივლის – ახალი ადგილები და მარშრუტი
    Details
    საზოგადოება
    159
    8 h

    რუსთავი-თბილისის ავტობუსები განახლებული სქემით ივლის – ახალი ადგილები და მარშრუტი

    ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელი გახდება - თურქული მედია
    Details
    სპორტი
    193
    8 h

    ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელი გახდება - თურქული მედია

    მკვლელობა ავლაბარში-დაკავებულია 1 პირი
    Details
    კრიმინალი
    164
    9 h

    მკვლელობა ავლაბარში-დაკავებულია 1 პირი

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: ანალიტიკა
7 m
516

დონალდ ტრამპი სააკაშვილის მოგონებებში

დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა. თავის წიგნში „ძალის გამოღვიძება“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტრამპს ხშირად იხსენებს და მის საქართველოსთან დამოკიდებულებაზე ჰყვება.

აი, რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტი სააკაშვილის მოგონებებიდან:

„დონალდ ტრამპი იმ უაღრესად საინტერესო ადამიანთა შორისაა, თითო-ოროლა რომ შემხვედრია ცხოვრების გზაზე, - წერს სააკაშვილი თავის წიგნში, რომლის ერთი თავიც მთლიანად ტრამპს ეძღვნება, - სხვათა შორის, მე ვიყავი ერთი იმ იშვიათთაგანი, რომელთაც სარწმუნოდ ესახებოდათ მისი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში [2016 წელი] მოგება. სულ ამას ვუბეჯითებდი პოროშენკოს [უკრაინის პრეზიდენტი 2014-2019 წლებში], რომელმაც ღიად და უპირობოდ დაუჭირა მხარი ჰილარის“.

მიხეილ სააკაშვილი ჰყვება, როგორ გაიცნო ტრამპი ამერიკაში იმ დროს, როდესაც ის იურიდიული ფირმის თანამშრომელი იყო, ტრამპი კი მილიონერი, რომელიც უძრავი ქონებით ვაჭრობდა. იურიდიულ ფირმას, სადაც სააკაშვილი მუშაობდა, ოფისი დონალდ ტრამპის მართულ ერთ-ერთ შენობაში ჰქონდა.

„ერთხელ ტრამპს ლიფტში დავემგზავრე. მან დეტალურად გამომკითხა, მოგვწონდა თუ არა შენობა, რა პრეტენზიები გვქონდა, რისი გაუმჯობესება შეიძლებოდა. ყველაფერი დაწვრილებით აინტერესებდა, თან გამომყვა ჩემი კაბინეტის სანახავად 36-ე სართულზე“, - იხსენებს სააკაშვილი.

ის ტრამპს ახასიათებს, როგორც რევოლუციური მიდგომების მქონე რისკიან კაცს, რის გამოც მარცხიც არაერთხელ უწვნევია.

„მახსოვს, ივანკა ტრამპი, მისი ქალიშვილი, მეუბნებოდა, რომ როცა ტრამპი პირველად გაკოტრებულა, ერთხელ მეხუთე ავენიუზე გამოსულან. იქ უსახლკარო მდგარა ქუჩაში. ტრამპს ქალიშვილისთვის უთქვამს, დაიმახსოვრე, ეს უსახლკარო ერთი მილიარდი დოლარით უფრო მდიდარია, ვიდრე ჩვენო“. იმ დროს ტრამპს ერთი მილიარდი დოლარი ვალი ჰქონდა“.

სააკაშვილი წიგნში ჰყვება, რომ ტრამპი ფრანშიზებს ჰყიდდა, მათ შორის საქართველოშიც. 2012 წელს თავად ჩამოვიდა თბილისში და ბათუმიც მოინახულა. ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო.

„მისი საქართველოში ვიზიტის დრო რომ გახმაურდა, ამერიკის ბევრი ოფიციალური პირი გვირჩევდა, მაინცდამაინც ნუ მიენდობით, ძალიან ნუ დაიახლოვებთ, რადგან ეს ამერიკისთვის ძალიან ცუდი ტონიაო. ამ გაფრთხილებას აბსოლუტურად არანაირი ყურადღება არ მივაქციე და მას ნამდვილი საპრეზიდენტო დახვედრა მოვუწყვე. მივიღე საპრეზიდენტო სასახლეში, გავუმართე დიდი ვახშამი. შემოვიდა თუ არა, პირველად ედუარდს შეხედა და გვითხრა, რა ლამაზი შვილი გყავთო. მერე აღარ გამკვირვებია, თავის შვილზე თავმომწონედ რომ ამბობდა, რა ლამაზი შვილები მყავსო. შვილების შექება, სხვისი იქნებოდა თუ მისი, მუდამ ჩვევად ჰქონდა“.

დონალდ ტრამპი ბათუმის დასათვალიერებლად წავიდა და თან „მის საქართველოებიც“ წაიყვანა. მაშინ ტრამპი „მის უნივერსის“ მფლობელი იყო.

„უნდა გავფრენილიყავით ბათუმში. მთხოვა, იქნებ, წამოიყვანო ის თქვენი წინა წლების „მის მსოფლიოს“ კონკურსანტებიო. ბოლო რამდენიმე წლის „მის საქართველო“ შევკრიბეთ ბათუმში გადასაფრენად. ბათუმამდე ფრენას, მოგეხსენებათ, 40 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენს თვითმფრინავს მეტი დასჭირდა, იმიტომ რომ, უვლიდა წრეებს ბათუმის თავზე. სანამ ტრამპმა ყველა თანამგზავრ გოგონას არ დაათვალიერებინა სალონი, სანამ არ შეიყვანა მფრინავთა კაბინაში, სანამ ყველას არ ესაუბრა თბილად, თვითმფრინავი არ დაჯდა“, - იხსენებს მიხეილ სააკაშვილი.

ბათუმში ტრამპი ღამის კლუბებსაც ესტუმრა და იდეაც გაუჩნდა, ბროდვეიზე ქართველ მუსიკოსთა შოუ მოეწყო.

„მინდა გავაკეთო ტრამპის შოუ და, თანაც, მხოლოდ ქართველი მუსიკოსებითო... შემდეგ რამდენიმე თვე ტრამპი მირეკავდა და ითხოვდა ხოლმე ჩანაწერებს… მოულოდნელად, გაურკვეველი მიზეზების გამო, ამ თემაზე კონტაქტი შეწყვიტა… დავურეკე… იცი, რა, მიშა, ბევრი ვიფიქრე ამაზე, ვაითუ უცებ ეს შოუ ჩავარდეს ბროდვეიზე. მაინც ქართველი მუსიკოსები სიახლეა და უჩვეულო და ხომ შეიძლება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგრები არიან და მეც მაგარ რეკლამას გავუკეთებ, არ გაამართლოს და ჩავარდეს ეს შოუ. მერე ხომ ყველა იტყვის, ტრამპი ჩაფლავდაო და ტრამპის ჩაფლავება არაფრით არ შეიძლება“.

მიხეილ სააკაშვილი იმ შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც ბათუმში მოულოდნელად დაცვას მოწყდნენ და ორ უზარმაზარ მანქანას შორის აღმოჩნდნენ, რომლებიც ქუჩაში ასფალტს აგებდნენ.

„ამ ჩვენი პატარა „ტოიოტა“ ლისით, ორ ასფალტმგებ უზარმაზარ მანქანას შორის აღმოვჩნდით. გეგონებოდა ორივე ეს საპრესი მანქანა გაჭყლეტას გვიპირებდა. ნებისმიერს ტრამპის ადგილას შეიძლება შეშინებოდა, ის კი უდარდელად იღიმოდა, და კიდევ ბათუმიდან მან წაიღო სამახსოვროდ პალმების განათება… ერთი ცალი ნათურა ამოვხრახნეთ, მივეცით და მერე მან შეუკვეთა ათასობით ასეთი თავისი რეზიდენციისთვის, თავისი კლუბისთვის ფლორიდაში“.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მისი და დონალდ ტრამპის ურთიერთობა მაშინაც გრძელდებოდა, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იყო.

„ყოველდღიური ყოფითი წვრილმანებითაც ძალიან ინტერესდებოდა. რამდენჯერაც კი გავჩერებულვართ სასტუმროში, თუნდაც ნიუ იორკში, ის ზოგჯერ მოდიოდა და ამოწმებდა, რამდენად სუფთა იყო ლეიბები ნომრებში“.

„...2013 წელს, უკვე პრეზიდენტობის შემდეგ ნიუ იორკში ვიყავი, როცა მაიკლ კოენმა დამირეკა და მითხრა, შენთან დონალდს სურს დალაპარაკებაო და გადასცა მას ყურმილი. მკითხა, სად ხარო... დამპირდა, რომ გამომივლიდა. თანაც მკითხა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო. ვუპასუხე, ხომ იცი ამის შესახებ ჩემი აზრი, ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი შანსები გაქვს-თქო.

ცოტა იხტიბარგატეხილმა მიპასუხა: - რა ვიცი, ჩემ გარშემო არავის არ სჯერა, რომ მაქვს შანსები. გავამხნევე, არ დაუჯერო-მეთქი. და მერე მაიკლს გადაულაპარაკა, ხომ გეუბნებოდი, მიშაც ამბობს, რომ მაქვს შანსებიო“.

დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა 2016 წელს. მან რამდენჯერმე წამოიწყო საპრეზიდენტო კამპანია, კენჭი კი სამჯერ იყარა - 2016, 2020 და 2024 წლებში. 2020 წლის არჩევნებში გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით კი დონალდ ტრამპი მეორედ აირჩიეს ამერიკის პრეზიდენტად.

 

წყარო: " რადიო თავისუფლება"

Share Article

More From ვერსია

  • ეკონომიკა

    დანიური კომპანია გორთან 80-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

  • პოლიტიკა

    რა სასჯელი გემუქრებათ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის გამო

  • პოლიტიკა

    ოპოზიცია გაერთიანდა - ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

  • პოლიტიკა

    “ქართული კვალიც ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის” - Daily Mail-ის კორესპონდენტი ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის გამოძიებაზე

  • პოლიტიკა

    პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა

  • პოლიტიკა

    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

  • განათლება

    ალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა

  • პოლიტიკა

    მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

  • ეკონომიკა

    "ყველაფერი გაკეთდება, რომ წავახალისოთ ეკონომიკის ზრდა" - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა

    "ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს, არის შიდა დაპირისპირება" - პრემიერი

VERSIA.GE