Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    ოკუპირებული ცხინვალის
    Details
    პოლიტიკა
    287
    20 h

    ოკუპირებული ცხინვალის "პრემიერად" გაგლოევი მარატ კამბოლოვს წარადგენს - მას კრემლში გაგლოევის სავარაუდო შემცვლელად განიხილავენ

    ოპოზიცია, საგარეო გამოწვევები და ეკონომიკური ზრდა - რა საკითხებზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ
    Details
    პოლიტიკა
    406
    23 h

    ოპოზიცია, საგარეო გამოწვევები და ეკონომიკური ზრდა - რა საკითხებზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ

    ვერავინ მოიტანს ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან პირადი სარგებელი მიიღო -  პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
    Details
    პოლიტიკა
    350
    23 h

    ვერავინ მოიტანს ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან პირადი სარგებელი მიიღო - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი

    რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    414
    1 d

    რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ - პრემიერი

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    7622
    1 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    55049
    11 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    68561
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    43948
    7 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    დაკავებულია 119 პირი - მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში
    Details
    კრიმინალი
    147
    42 m

    დაკავებულია 119 პირი - მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში

    პოლონეთში სახლების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
    Details
    კრიმინალი
    144
    1 h

    პოლონეთში სახლების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

    პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა
    Details
    კრიმინალი
    284
    13 h

    პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

    თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი... - მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევა
    Details
    კრიმინალი
    293
    13 h

    თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი... - მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: მსოფლიო ამბები
1 y
529

აშშ 47-ე პრეზიდენტს აირჩევს

5 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის 47-ე პრეზიდენტს ირჩევს.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 60 წლის კამალა ჰარისია. რესპუბლიკური პარტიიდან კენჭს იყრის აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი.

არჩევნების ძირითად დღემდე, 5 ნოემბრამდე, კენჭისყრაში წინასწარ მონაწილეობის უფლებით ისარგებლა 25 მილიონზე მეტმა ამერიკელმა. ნაწილმა ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა, ნაწილმა კი ხმა მისცა წინასწარი კენჭისყრის უბნებზე.

ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია.

კანდიდატებს გამარჯვებისთვის სჭირდებათ სულ მცირე 270 ხმა.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებულია ე.წ. მერყევ შტატებზე: არიზონაზე, ჯორჯიაზე, მიჩიგანზე, ნევადაზე, ჩრდილოეთ კაროლინაზე, პენსილვანიასა და ვისკონსინზე. თუ ამერიკის 50 შტატიდან უმრავლესობა ტრადიციულად დემოკრატების, ან რესპუბლიკელების მხარდამჭერია, ე.წ. მერყევ შტატებში გამარჯვების შანსი აქვთ ორივე პარტიის კანდიდატებს.

კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრები სწორედ ასეთ შტატებში გამართეს.

  • კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია, ისევე როგორც პირველი შავკანიანი და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ჰარისი კალიფორნიის შტატის პირველი ქალი გენერალური პროკურორი იყო.
  • კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 2024 წლის 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს.
  • არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჰარისი გახდება აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი.
  • მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
  • 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
  • 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
  • მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
  • კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც.

საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი გახდება მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი.

თუ პრეზიდენტად რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აირჩევენ, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი.

Share Article
VERSIA.GE