Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    პატიმრობა 5 გრამზე მეტ მარიხუანაზე - კანაფთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა მკაცრდება
    Details
    პოლიტიკა
    186
    6 h

    პატიმრობა 5 გრამზე მეტ მარიხუანაზე - კანაფთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა მკაცრდება

    მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    185
    6 h

    მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია - პრემიერი

    რა სასჯელი გემუქრებათ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის გამო
    Details
    პოლიტიკა
    392
    1 d

    რა სასჯელი გემუქრებათ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის გამო

    ოპოზიცია გაერთიანდა - ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
    Details
    პოლიტიკა
    402
    1 d

    ოპოზიცია გაერთიანდა - ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    12938
    4 m

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

    Details
    ეკონომიკა
    872
    4 d

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

    Details
    ეკონომიკა
    4482
    3 w

    "ბაზისბანკი" "ლიბერთის" ყიდულობს - გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება

    Details
    ეკონომიკა
    13228
    5 m

    "ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება" - ირაკლი კობახიძე

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა
    Details
    კრიმინალი
    297
    15 h

    პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა

    ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს სათავეში ქართველი მებრძოლი ჩაუდგა
    Details
    სპორტი
    291
    19 h

    ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს სათავეში ქართველი მებრძოლი ჩაუდგა

    ალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა
    Details
    განათლება
    593
    1 d

    ალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა

    რუსთავი-თბილისის ავტობუსები განახლებული სქემით ივლის – ახალი ადგილები და მარშრუტი
    Details
    საზოგადოება
    437
    1 d

    რუსთავი-თბილისის ავტობუსები განახლებული სქემით ივლის – ახალი ადგილები და მარშრუტი

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: დედაქალაქი
8 m
662

კახა კალაძე დიღმის მასივში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის პროექტს გაეცნო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს. მშენებლობა დიღმის მასივში, საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

სამშენებლო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ტერიტორია დედაქალაქის მერიამ ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა და შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას გადასცა.

„დიღმის მასივში მდებარე „ავაზას“ ყოფილ საფეხბურთო სტადიონს საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია. ის წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა. იყო კონკრეტული ვალდებულება, რომ 10 წლის განმავლობაში სტატუსი შეენარჩუნებინათ და შემდეგ აღნიშნულ კომპანიას შეეძლო ეს სივრცე სხვადასხვა მიზნისთვის გამოეყენებინა. მათი სურვილი იყო კორპუსები აეშენებინათ, ჩვენთვის კი კატეგორიულად მიუღებელი იყო ეს დამოკიდებულება, რადგან განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს რეკრეაციულ სივრცეებთან, სპორტულ არეალებთან. შესაბამისად, აღნიშნული სივრცის ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ. ეს ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციას გადავეცით. აქ იქნება ბავშვთა საფეხბურთო სკოლა. დღეს უკვე ორი საფეხბურთო მოედანი კეთდება, აქედან ერთი სტანდარტული, სრულფასოვანი იქნება. გარდა ამისა, ეწყობა ღამის განათება, ტრიბუნები მაყურებლისთვის, გასახდელები, საშხაპეები. საბოლოოდ, ტერიტორია ყველანაირად მოწესრიგდება.

ამინდი თუ მოგვცემს შესაძლებლობას, პროექტი დეკემბრის ბოლოს დასრულდება. თუ ამინდი ხელს არ შეგვიწყობს, გაზაფხულზე იქნება დასრულებული. პროექტის დასრულების შემდეგ, ეს ტერიტორია თავის ძველ ისტორიას დაიბრუნებს და უამრავ ახალგაზრდას მოემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა.

პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომისა და 9/9-ზე მოედნები, რომლებიც ტრიბუნებითა და განათებით აღიჭურვება. ტერიტორიაზე განთავსდება ადმინისტრაციული შენობა, გასახდელებით, საშხაპეებით, მსაჯთა და ექიმის ოთახებით.

აღნიშნული ტერიტორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2022 წლის სექტემბერში გადაეცა. პროექტი ფიფას პროგრამა FORWARD-ის, უეფას პროგრამა Hat Trick-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება.

ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულიად უფასოდ შეძლებენ.

დიღმის მასივის გარდა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა თბილისის ხუთ უბანში, მათ შორის, ვარკეთილში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში და ნუცუბიძის პლატოზე, ასევე ფოთში და სამტრედიაში.

ადგილზე იმყოფებოდნენ დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

Share Article
VERSIA.GE