Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    Details
    პოლიტიკა
    200
    1 h

    "სანქციებით, რეზოლუციებითა და შანტაჟით საქართველოს ეროვნული კურსის შეცვლას ცდილობენ" - ირაკლი კობახიძე

    კრემლის
    Details
    პოლიტიკა
    543
    1 d

    კრემლის "ელჩი“ ოკუპირებულ ცხინვალში ერთადერთი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატია

    სულხან თამაზაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია
    Details
    პოლიტიკა
    813
    2 d

    სულხან თამაზაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია

    ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია
    Details
    პოლიტიკა
    851
    2 d

    ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    14017
    2 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    61421
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    74962
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    50885
    8 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    გამოიცა გეგე დადიანის ახალი რომანი - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ - წიგნი სიყვარულის უფლებაზე
    Details
    კულტურა
    192
    54 m

    გამოიცა გეგე დადიანის ახალი რომანი - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ - წიგნი სიყვარულის უფლებაზე

    თბი­ლის­ში, ღა­მის კლუბ­ში დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი დაჭ­რეს - შსს
    Details
    კრიმინალი
    263
    1 h

    თბი­ლის­ში, ღა­მის კლუბ­ში დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი დაჭ­რეს - შსს

    გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში სტიქიის პირველად შეფასებას აქვეყნებს
    Details
    საზოგადოება
    468
    14 h

    გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში სტიქიის პირველად შეფასებას აქვეყნებს

    ჩვენი თანდასწრებით როცა შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები - შიო მესამე
    Details
    საზოგადოება
    442
    19 h

    ჩვენი თანდასწრებით როცა შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები - შიო მესამე

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: ჟურნალისტური გამოძიება
1 y
1661

თბილისში ამერიკელი დიპლომატის ცოლი ГРУ-ს თავდასხმის ობიექტი გახდა

The Insider-ის, CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ და გერმანული ყოველკვირეულ გაზეთ Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „ჰავანის სინდრომი“, რის შესახებაც წლებია საუბრობენ ამერიკელი დიპლომატები და უშიშროების ოფიცრები, რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციების შედეგია და მისი ერთი შემთხვევა თბილისში, ამერიკელი დიპლომატის ოჯახშიც დაფიქსირდა.

რა არის „ჰავანის სინდრომი“?

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კონცენტრაციის გაძნელება, ყურებში მძაფრი შუილი და „მტკივნეული აკუსტიკური შეგრძნებები“ — იმ სიმპტომებს შორის არის, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში უჩიოდა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ათასამდე ამერიკელი და მათი ოჯახის წევრი — დიპლომატების, თეთრი სახლის, CIA-ის და FBI-ის თანამშრომლების ჩათვლით.

ამ დაავადების სახელი უკავშირდება კუბის დედაქალაქ ჰავანას, სადაც პირველი შემთხვევა 2016 წელს დაფიქსირდა, თუმცა ახალი ჟურნალისტური გამოძიების ვარაუდით, პირველი შემთხვევები შესაძლოა  ორი წლით ადრე გერმანიაში, მომხდარიყო.

აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ტვინის დადასტურებული დაზიანებების შემთხვევაში, მსხვერპლთა ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ზოგი ამერიკელი მაღალჩინოსანი მიიჩნევდა, რომ მოვლენის უკან რუსეთი, ჩინეთი ან სხვა საგარეო მტერი იდგა, რომელიც ენერგეტიკულ ტალღებს იარაღად იყენებდა.

თუმცა გასულ წელს აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა გამოაქვეყნეს რამდენიმეწლიანი გამოძიების ანგარიში და უარყვეს თეორია იმის შესახებ, რომ „ჰავანის სინდრომის“ უკან უცხო ძალა იდგა. CIA-ს თანახმად, ასეულობით შემთხვევაში, რომლებსაც „ჰავანის სინდრომს“ მიაწერდნენ, გამომწვევი მიზეზები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.

ახალი ჟურნალისტური გამოძიება

The Insider-ის, CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ და გერმანული ყოველკვირეულ გაზეთ Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, არსებობს მკაფიო კორელაცია რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) 29155 დანაყოფის ოფიცრების მოგზაურობებსა და „ჰავანის სინდრომის“ შემთხვევებს შორის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

გამოძიება აღწერს რამდენიმე შემთხვევას, როდესაც ГРУ-ის აგენტები იმ დროს იმყოფებოდნენ იმავე ქალაქებში, სადაც ამერიკელმა დიპლომატებმა „ჰავანის სინდრომის“ შესახებ განაცხადეს. ასევე, დაადგინეს, რომ 29155 ჯგუფი სწავლობდა „არამომაკვდინებელი აკუსტიკური იარაღის“ ქალაქებში გამოყენებას.

თბილისის შემთხვევა

გამოძიების თანახმად, ჯოი (სახელი შეცვლილია), დიპლომატ ქმართან და შვილთან ერთად, 2020 წლის თებერვალში გადავიდა აშშ-დან საქართველოში საცხოვრებლად. 2021 წლის 7 ოქტომბერს სარეცხის მანქანიდან ტანსაცმელს იღებდა, როცა თავში თითქოსდა ძლიერი, აკუსტიკური ტალღის გავლა და ტკივილი იგრძნო. ის სააბაზანოში შევიდა, სადაც ხმა თითქოსდა მიჩუმდა და აღებინა.

ამის შემდეგ ჯოიმ ქმარს დაურეკა და მის მოლოდინში ფანჯრიდან გაიხედა, რა დროსაც შენიშნა მანქანა და მაღალი, გამხდარი, ქერათმიანი მამაკაცი გოგონასთან ერთად. ქალმა ფოტოების გადაღება დაუწყო, რაც კაცმა დაინახა და სწრაფად ჩაჯდა მანქანაში.

გამოძიების თანახმად, იმ დღიდან ქალს შაკიკი, კოორდინაციის დარღვევა და ვესტიბულურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო. სმენა ჰიპერმგრძნობიარე გაუხდა და კონდიციონერის ხმაც კი თვითმფრინავის ძრავის გუგუნივით ესმის. ჯოის ორმხრივი ნახევარწრიული არხის დეჰისცენციის დიაგნოზი დაუსვეს, რაც შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან ტრავმის შედეგი. მას ოპერაციის გაკეთება და თავის ქალის ორივე მხარეს ლითონის ფირფიტები ჩასმა მოუხდა.

The Insider-ის თანახმად, ამ დროს საქართველოში იმყოფებოდნენ 29155 განყოფილების თანამშრომლები. 29155 სამხედრო ნაწილის უფროსი გენერალი ანდრეი ავერიანოვი 2021 წლის 30 სექტემბერს მოსკოვიდან სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ამავდროულად, მოსკოვიდან გაფრინდა მისი ვაჟი ალბერტ ავერიანოვი, რომელიც მამამ თავის განყოფილებაში რამდენიმე წლის წინ დაასაქმა. მამა-შვილი მოსკოვში 10 ოქტომბერს გამოჩნდნენ. შუალედში მათი მოგზაურობის მარშრუტების დადგენა ძნელია, თუმცა შვილის ტელეფონიდან ჩანს, რომ 30 სექტემბერს გაფრინდა ტაშკენტში,  აეროპორტიდან უზბეკეთის მობილური ტელეფონის ნომერზე დარეკა. ამ ზარიდან 40 წუთის შემდეგ, 1 ოქტომბერს, დილის 8:40 საათზე, აეროპორტიდან ტაშკენტი-თბილისის რეისი აფრინდა.

ამის შემდეგ უმცროსი ავერიანოვის ტელეფონი როუმინგშია ჩართული, მაგრამ ქსელში წვდომის გარეშე. ტაშკენტიდან ბოლო ზარიდან ცხრა დღის შემდეგ — და ჯოისთან მომხდარი ინციდენტიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ — 9 ოქტომბერს, ალბერტ ავერიანოვმა ისევ ჩართო ტელეფონი ტაშკენტში და მეორე დღეს დაბრუნდა მოსკოვში.

ჯოის აჩვენეს ალბერტ ავერიანოვის ფოტო. მან ამოიცნო ახალგაზრდა კაცი, რომელიც მანქანასთან დაინახა, თუმცა თქვა, რომ 100%-ით დარწმუნებული არ არის:

„100%-ით დარწმუნებული ვერ ვიქნები, რომ ეს არის ზუსტად ეს ადამიანი, მაგრამ ის ნამდვილად ძალიან ჰგავს. დღემდე, როცა მას ვუყურებ, იგივე ინტუიციური რეაქცია მაქვს“.

ალბერტ ავერიანოვმა The Insider-ს კომენტარზე უარი უთხრა.

რაში სჭირდება კრემლს ასეთი თავდასხმები?

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ამაზე ზუსტი პასუხი არავინ იცის, მაგრამ დიპლომატებთან საუბრიდან ირკვევა, რომ ამ სტრატეგიამ თავისი ეფექტი მოახდინა: ბევრ თანამშრომელს არ სურს რუსული მიმართულებით მუშაობა, აცნობიერებს რა, რომ შეიძლება შშმ პირად იქცეს და სათანადო დახმარებაც ვერ მიიღოს. ბევრი მსხვერპლის ჩივილები მათ ფსიქიკურ აშლილობას მიაწერეს.

„ახლა, მას შემდეგ, რაც ჩვენმა გამოძიებამ გამოავლინა მრავალი პირდაპირი მინიშნება ინციდენტებსა და ГРУ-ის 29155 სამხედრო ნაწილის ოპერაციებს შორის, ამერიკის ხელისუფლებას შეუძლია გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას „ჰავანის სინდრომის“ მიმართ და დაიწყოს ინციდენტების სრული გამოძიება. თავად მსხვერპლებს ამის იმედი აქვთ — არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონთ, როცა შეშლილებად წარმოაჩენენ, არამედ იმიტომაც, რომ ესმით, რომ თუ აშშ-ის ხელისუფლება ამ ინციდენტებზე რეაგირებას არ მოახდენს, ისინი გაგრძელდება“, — აცხადებს The Insider.

გამოხმაურებები ჟურნალისტურ გამოძიებაზე

თბილისში, შეერთებული შტატების საელჩოში ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

BBC-ის თანახმად, ჟურნალისტური გამოძიების საპასუხოდ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS News-ს უთხრეს, რომ  „განაგრძობენ ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტების ყურადღებით გამოკვლევას“, მაგრამ გაიმეორეს თავიანთი პოზიცია, რომ „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა,  უცხოელი მოწინააღმდეგე იყოს პასუხისმგებელი“.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უსაფუძვლოა ბრალდებები ე.წ. ჰავანის სინდრომთან რუსეთის კავშირის შესახებ.

„ეს სულაც არ არის ახალი თემა, უკვე მრავალი წელია პრესაში განიხილება ე.წ. ჰავანის სინდრომის თემა და ყველაზე ხშირად თავიდანვე რაღაცნაირად უკავშირებდნენ რუსეთს. მაგრამ არც ერთხელ, არავის გამოუქვეყნებია დამაჯერებელი მტკიცებულებები ამ უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ“, — თქვა პესკოვმა.

ნინო ჩიჩუა

მასალა მომზადებულია საიტ netgazeti.ge -ს მიერ

Share Article

More From ვერსიატიტანი

  • სპორტი

    ლიეტუვისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი ანგარიშით 0 : 2 დასრულდა

  • სპორტი

    ლიეტუვისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი ანგარიშით 0 : 2 დასრულდა

  • საზოგადოება

    კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო - რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება, სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო ღვაწლის გამოვლინება - მეუფე შიო

  • საზოგადოება

    ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც დედაეკლესიის ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა - ირაკლი კობახიძე

  • საზოგადოება

    უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის, ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...“ - ბიძინა ივანიშვილი

  • საზოგადოება

    საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

  • პოლიტიკა

    მადლობა ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, მისი გაბედული ბრძოლა რომ არა, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი იდენტობის დაცვა - პრემიერი

  • პოლიტიკა

    საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა

    ერები მდგრადნი რჩებიან, როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას, საქართველოში ეს კულტურული საფუძველი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანულ ტრადიციასთან - პრემიერი

  • პოლიტიკა

    საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია - ირაკლი კობახიძე

VERSIA.GE