იტალიის კომპანია Moltiply Group-ის განცხადებით, ჰოლდინგი Alphabet-ს Google-ს უჩივის და €2.97 მილიარდის ზარალის ანაზღაურებას სთხოვს ბაზარზე თავისი დომინანტური პოზიციით ბოროტად სარგებლობისთვის, რაც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომაც დაადასტურა.

Moltiply იტალიაში პოპულარულ ვებსაიტს, Trovaprezzi.it-ს მართავს, რომლის დანიშნულებაც ელექტრონული კომერციის სხვადასხვა პლატფორმაზე ფასების შედარება და მომხმარებლისთვის საუკეთესო ვარიანტის ჩვენებაა.

სარჩელის თანახმად, 2010-2017 წლებში Google-ის ქმედებებმა კომპანიის შვილობილის, Trovaprezzi.it-ის ოპერატორის, 7Pixel-ის ზრდა შეაფერხა, რადგან საძიებო სესიის დროს Google უპირატესობას Google Shopping პლატფორმას ანიჭებდა, Moltiply-ის პლატფორმის ხარჯზე.

თავად Google ბრალდებას უარყოფს და შევსებულ სარჩელს "კატეგორიულად არ ეთანხმება".

საქმე ისაა, რომ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა Google ევროკომისიამ სწორედ იმის გამო დააჯარიმა, რომ 2010-2017 წლებში Google-ზე ძიების დროს თავის პლატფორმას ანიჭებდა უპირატესობას მცირე ზომის ევროპული კონკურენტების ხარჯზე. Google-ს გასული წლის სექტემბერში €2.42 მილიარდის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

სარჩელის საპასუხოდ Google-ის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ 2017 წელს კომპანიის მიერ გატარებული ცვლილებების შემდეგ, პლატფორმა ევროკომისიის მოთხოვნის შესაბამისად მუშაობს, რის ფონზეც ევროპაში რეგისტრირებული მსგავსი პროფილის სავაჭრო ვებსაიტების რაოდენობა 7-დან 1550-მდე გაიზარდა.