Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

13 მაისს კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვევა. წილისყრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს. მათ შორის იქნება 12 ევროპული ნაკრები.

წილისყრამდე ფიბა-მ გუნდები კალათებში გადაანაწილა. საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაშია, სადაც, ფინეთისა და თურქეთის გარდა, საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული გუნდი მოხვდება.

პირველი, მეოთხე, მეხუთე და მერვე კალათის გუნდები A, C, E და G ჯგუფებში მოხვდებიან, ხოლო მეორე, მესამე, მეექვსე დე მეშვიდე კალათებიდან B, D, F და H ჯგუფები დაკომპლექტდებიან.

ევროპული შესარჩევი ორ ეტაპად ჩატარდება. ჯერ 32 ნაკრები ოთხგუნდიან 8 ჯგუფად გაიყოფა, საიდანაც მომდევნო ეტაპზე სამ-სამი საუკეთესო გავა და შეიქმნება 4 ექვსგუნდიანი ჯგუფი (I, J, K, L). აქედან სამ-სამი საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.