Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    განმუხურში სანაპირო ზოლი საჭიროებს აღდგენას და დაცვას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ განმუხური-ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული - კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    105
    4 m

    განმუხურში სანაპირო ზოლი საჭიროებს აღდგენას და დაცვას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ განმუხური-ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული - კობახიძე

     ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია - ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    116
    3 m

    ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია - ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე - პრემიერი

     იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც  - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    101
    10 m

    იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც - პრემიერი

    რა დოკუმენტებს უგზავნის
    Details
    პოლიტიკა
    114
    16 m

    რა დოკუმენტებს უგზავნის "ქართული ოცნება" TV პირველს

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    1310
    1 w

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    14791
    5 m

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

    Details
    ეკონომიკა
    2722
    2 w

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

    Details
    ეკონომიკა
    6339
    1 m

    "ბაზისბანკი" "ლიბერთის" ყიდულობს - გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    შსს-ს მინისტრი სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა
    Details
    საზოგადოება
    30
    3 h

    შსს-ს მინისტრი სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა

    დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს
    Details
    საზოგადოება
    31
    3 h

    დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს

    „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები
    Details
    საზოგადოება
    86
    43 m

    „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები

    გიორგი ბაჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს
    Details
    კრიმინალი
    174
    4 h

    გიორგი ბაჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: მსოფლიო ამბები
2 m
613

ჩინეთში შექმნეს საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს

თუ ადრე, ჩინეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ნებისმიერ სხვა განვითარებულ სახელმწიფოს შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ჩინეთმა ეს ნაპრალი სრულად ამოავსო და, შეიძლება ითქვას, კონკურენტებს გაუსწრო კიდეც. აი, სწორედ ამ ტენდენციის მაგალითად შეგვიძლია ჩავთვალოთ ცინგუას უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ შექმნილი ვირტუალური საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს ხელოვნური ინტელექტის მოდელები, იგივე AI აგენტები ასრულებენ. აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა არა ფიზიკურ საავადმყოფოსთან კონკურენციის გამო, არამედ სამედიცინო კვლევის დასაჩქარებლად და ექიმების ეფექტიანობის გასაზრდელად.

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე დაფუძნებულ პლატფორმას საავადმყოფოს ოცდაერთი სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობის სიმულაცია შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ ექიმებს პაციენტის დიაგნოსტირებას, მკურნალობას და აღდგენას უფრო ეფექტიანად და სწრაფად შეძლებენ, რადგან ამისთვის დაეყრდნობიან არამხოლოდ საკუთარ გამოცდილებას, რომლის მიღება რეალურ დროში შეუძლიათ, არამედ იმ გაცილებით დიდი მოცულობის დაკვირვებებს და დასკვნებს, რომელთაც AI აგენტი გამოიტანს. დღეს, AI-აგენტები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, მათ შორისაა კარდიოლოგიური, პედიატრიული და გადაუდებელი მომსახურება.

ცინგუას უნივერსიტეტის მეცნიერების შეფასებით, ვირტუალური საავადმყოფოს მიზანი არის არა ადამიანების რობოტებით ჩანაცვლება, არამედ ექიმებისთვის მეტი თავისუფალი დროის გამოყოფა, რომელსაც ისინი საკუთარი თავის განვითარებისთვის გამოიყენებენ. მკლევრების აზრით, ექიმების სამუშაო დროის დიდი ნაწილი რუტინულ ადმინისტრაციულ პროცესებზე იხარჯება. არადა ამ მექანიკური საქმეების შესრულება ხელოვნურ ინტელექტს ნებისმიერ ადამიანზე უკეთესად შეუძლია, რაც ექიმებს უფრო კომპლექსურ შემთხვევებზე ფოკუსირების საშუალებას მისცემს. როგორც პირველი კვლევები ცხადყოფს, სწორი დიაგნოზის დასმა AI ექიმებს უკეთესად შეუძლია, ვიდრე ადამიანებს.

მაშ, თუკი ეს ტექნოლოგია მუშაობს, რომელი იქნება ის სფერო, სადაც AI ექიმებს თავდაპირველად ვიხილავთ? პირველ რიგში, ამ ტიპის AI პლატფორმები, სავარაუდოდ, ცხელ და მიუწვდომელ წერტილებში დაინერგება, ანუ იქ, სადაც ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია ან ექიმების რაოდენობა არასაკმარისი. ასეთი ადგილების მაგალითად ცინგუას უნივერსიტეტის მკვლევრები საომარ ზონებს და ყველასგან და ყველაფრისგან მოშორებით მყოფ რეგიონებს ასახელებენ, სადაც კვალიფიციური ექიმის პოვნა ფუფუნებაა. ამასთან, ასეთ პლატფორმას ჯანდაცვის სექტორის გადატვირთულობის პრობლემის მოხსნა შეუძლია, რამაც, წესით და რიგით, სამედიცინო სერვისები უნდა გააიაფოს.

Share Article
VERSIA.GE