Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე 1992 წელს დაბადებული ვ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ აღმოაჩინეს.
პოლიციამ ვ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.