Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    განმუხურში სანაპირო ზოლი საჭიროებს აღდგენას და დაცვას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ განმუხური-ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული - კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    108
    9 m

    განმუხურში სანაპირო ზოლი საჭიროებს აღდგენას და დაცვას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ განმუხური-ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული - კობახიძე

     ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია - ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    119
    17 m

    ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია - ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე - პრემიერი

     იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც  - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    104
    24 m

    იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც - პრემიერი

    რა დოკუმენტებს უგზავნის
    Details
    პოლიტიკა
    117
    30 m

    რა დოკუმენტებს უგზავნის "ქართული ოცნება" TV პირველს

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    1311
    1 w

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    14792
    5 m

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

    Details
    ეკონომიკა
    2723
    2 w

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

    Details
    ეკონომიკა
    6340
    1 m

    "ბაზისბანკი" "ლიბერთის" ყიდულობს - გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    შსს-ს მინისტრი სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა
    Details
    საზოგადოება
    51
    3 h

    შსს-ს მინისტრი სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა

    დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს
    Details
    საზოგადოება
    59
    3 h

    დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს

    „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები
    Details
    საზოგადოება
    89
    29 m

    „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები

    გიორგი ბაჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს
    Details
    კრიმინალი
    177
    4 h

    გიორგი ბაჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: ეკონომიკა
2 m
649

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სემეკის მიერ დაფუძნებულ  ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს  ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორებში ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, თემატური კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობა,  ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. 
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მიზანია ხელი შეეწყოს აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და  სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.   
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობა მრავალმხრივ შესაძლებლობას იძლევა მჭიდრო კავშირების ჩამოსაყალიბებლად.  აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ვაკანსიების, სტაჟირებისა თუ პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის,  ასევე, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკებისა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, პრაქტიკაში გაეცნონ სექტორის რეგულირების პრინციპებს და მიიღონ მეტი გამოცდილება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.  
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ  ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ფლაგმანი უმაღლესი სკოლის მისიაზე ენერგეტიკისა და მისი მომიჯნავე საინჟინრო დარგებისთვის ახალგაზრდა კადრების მომზადებისა და მათი პროფესიონალებად ფორმირების, ასევე, სექტორში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების მხრივ.
 
„ვიმედოვნებთ, სემეკის ბაზაზე მოქმედ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, პარტნიორობა კი გააძლიერებს აკადემიურ საზოგადოებასა და ინდუსტრიას შორის კავშირს, შექმნის ახალ პლატფორმებს ერთობლივი კვლევისა და ინოვაციისთვის, ხოლო ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება და სამომავლოდ, შეძლონ კარიერული განვითარება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციასა და პროგრესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.
Share Article

More From ვერსია

  • საზოგადოება

    შსს-ს მინისტრი სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა

  • საზოგადოება

    დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს

  • საზოგადოება

    „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები

  • პოლიტიკა

    განმუხურში სანაპირო ზოლი საჭიროებს აღდგენას და დაცვას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ განმუხური-ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული - კობახიძე

  • პოლიტიკა

    ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია - ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე - პრემიერი

  • პოლიტიკა

    იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც - პრემიერი

  • პოლიტიკა

    რა დოკუმენტებს უგზავნის "ქართული ოცნება" TV პირველს

  • კრიმინალი

    გიორგი ბაჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს

  • პოლიტიკა

    ხაზარაძისა და გახარიას პარტიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

  • კრიმინალი

    გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

VERSIA.GE