Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    რა სასჯელი გემუქრებათ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის გამო
    Details
    პოლიტიკა
    87
    57 m

    რა სასჯელი გემუქრებათ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის გამო

    ოპოზიცია გაერთიანდა - ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
    Details
    პოლიტიკა
    103
    25 m

    ოპოზიცია გაერთიანდა - ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

    “ქართული კვალიც ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის” - Daily Mail-ის კორესპონდენტი ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის გამოძიებაზე
    Details
    პოლიტიკა
    129
    3 h

    “ქართული კვალიც ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის” - Daily Mail-ის კორესპონდენტი ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის გამოძიებაზე

    პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    138
    3 h

    პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    12726
    4 m

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

    Details
    ეკონომიკა
    661
    2 d

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

    Details
    ეკონომიკა
    4273
    3 w

    "ბაზისბანკი" "ლიბერთის" ყიდულობს - გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება

    Details
    ეკონომიკა
    13021
    5 m

    "ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება" - ირაკლი კობახიძე

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    ალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა
    Details
    განათლება
    291
    5 h

    ალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა

    რუსთავი-თბილისის ავტობუსები განახლებული სქემით ივლის – ახალი ადგილები და მარშრუტი
    Details
    საზოგადოება
    168
    9 h

    რუსთავი-თბილისის ავტობუსები განახლებული სქემით ივლის – ახალი ადგილები და მარშრუტი

    ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელი გახდება - თურქული მედია
    Details
    სპორტი
    202
    9 h

    ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელი გახდება - თურქული მედია

    მკვლელობა ავლაბარში-დაკავებულია 1 პირი
    Details
    კრიმინალი
    174
    9 h

    მკვლელობა ავლაბარში-დაკავებულია 1 პირი

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
3 m
171

რას მოყვა მილიონიანი პროტესტი თურქეთში

თურქეთში რამდენიმე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ 19 მარტს, 07:30 საათისთვის, საკუთარ სახლში დააკავა. დაკავება საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ერთი დღით ადრე, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რითაც ფაქტობრივად პოპულარული ოპოზიციური ფიგურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დისკვალიფიკაცია მოახდინა. როგორც თურქული მედია წერს, მთავარ ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას (CHP) იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა დაესახელებინა.

იმამოღლუს, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ მეტოქედ მიიჩნევენ, დაკავების შემდეგ ბრალი კორუფციაში ოფიციალურად წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. პოლიტიკოსი ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს.

ექრემ იმამოღლუმ მხარდამჭერებს პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული განცხადებით მიმართა: „ჩემო დიადო ერო, არ იდარდოთ, არასოდეს დაკარგოთ იმედი. ერთად, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორებთ ამ შავ ლაქას, ამ დარტყმას ჩვენს დემოკრატიაზე. ახლოვდება ის დღეები, როდესაც ამ ბნელი შეთქმულების ავტორები პასუხს აგებენ, ამ სამყაროშიც და ღმერთის წინაშეც. მოვუწოდებ ჩემს 86 მილიონ თანამოქალაქეს – მიდით საარჩევნო ყუთებთან და აჩვენეთ მსოფლიოს, ჩვენი ბრძოლა დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის“.

სწორედ ამ გარემოებების გამო ოპოზიციურმა „რესპუბლიკური სახალხო პარტიამ“ იმამოღლუს დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ. რამდენიმე დღის მანძილზე სპეცრაზმმა მომიტინგეები წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპროტესტო აქციები „ქუჩის ტერორად“ დაახასიათა და განაცხადა, რომ ხელისუფლება რესპუბლიკურ სახალხო პარტიას და მის მხარდამჭერებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის უფლებას არ მისცემს.

25 მარტს,  თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას 1 133 ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან ჟურნალისტები.

სტამბოლის სარაჩანეს რაიონში, მუნიციპალიტეტის შენობის წინ გამართულ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერმა, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს იმამოღლუს გათავისუფლებამდე.

Share Article

More From ვერსია

  • ეკონომიკა

    დანიური კომპანია გორთან 80-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

  • პოლიტიკა

    რა სასჯელი გემუქრებათ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის გამო

  • პოლიტიკა

    ოპოზიცია გაერთიანდა - ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

  • პოლიტიკა

    “ქართული კვალიც ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის” - Daily Mail-ის კორესპონდენტი ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის გამოძიებაზე

  • პოლიტიკა

    პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა

  • პოლიტიკა

    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

  • განათლება

    ალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა

  • პოლიტიკა

    მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

  • ეკონომიკა

    "ყველაფერი გაკეთდება, რომ წავახალისოთ ეკონომიკის ზრდა" - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა

    "ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს, არის შიდა დაპირისპირება" - პრემიერი

VERSIA.GE