Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    განმუხურში სანაპირო ზოლი საჭიროებს აღდგენას და დაცვას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ განმუხური-ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული - კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    108
    7 m

    განმუხურში სანაპირო ზოლი საჭიროებს აღდგენას და დაცვას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ განმუხური-ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული - კობახიძე

     ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია - ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    119
    15 m

    ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია - ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე - პრემიერი

     იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც  - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    104
    22 m

    იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც - პრემიერი

    რა დოკუმენტებს უგზავნის
    Details
    პოლიტიკა
    117
    28 m

    რა დოკუმენტებს უგზავნის "ქართული ოცნება" TV პირველს

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    1311
    1 w

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    14792
    5 m

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

    Details
    ეკონომიკა
    2723
    2 w

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

    Details
    ეკონომიკა
    6340
    1 m

    "ბაზისბანკი" "ლიბერთის" ყიდულობს - გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    შსს-ს მინისტრი სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა
    Details
    საზოგადოება
    49
    3 h

    შსს-ს მინისტრი სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა

    დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს
    Details
    საზოგადოება
    57
    3 h

    დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს

    „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები
    Details
    საზოგადოება
    89
    31 m

    „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები

    გიორგი ბაჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს
    Details
    კრიმინალი
    177
    4 h

    გიორგი ბაჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
4 m
499

ვინ არის კანადის მომავალი პრემიერ-მინისტრი

კვირას, მარკ კარნი ლიბერალური პარტიის ლიდერად აირჩიეს, რაც მას წლევანდელ ფედერალურ არჩევნებში კანადის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აქცევს.  ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მან ხმების 85%-ით გაიმარჯვა. არჩევნებში კიდევ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. 

მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არანაირ არჩევით თანამდებობაზე არ ყოფილა, წლების განმავლობაში მუდმივად ვრცელდებოდა ვარაუდები იმის შესახებ, როდის გადადგამდა პოლიტიკაში პირველ ნაბიჯს. ლიბერალები კარნის უკვე ათ წელზე მეტია, იწვევდნენ პოლიტიკაში, ხოლო COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ის ტრუდოს ეკონომიკური აღდგენის გეგმებზე კონსულტაციებს უწევდა. თუმცა, მან ოფიციალურად მხოლოდ იანვარში გადაწყვიტა პოლიტიკაში შესვლა, როცა ტრუდომ გადადგომის შესახებ განაცხადა. საინტერესოა, რომ მისი ყველა კონკურენტი უკვე მოქმედი პოლიტიკოსი იყო, ხოლო კარნი უნიკალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა – ის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს, თუმცა პარლამენტის წევრი ჯერ არ არის.

 მარკ კარნი დაიბადა ფორტ-სმიტში და გაიზარდა ედმონტონში, ალბერტას პროვინციაში. მისი ორივე მშობელი მასწავლებელი იყო. ბავშვობაში მეკარის პოზიციაზე ჰოკეის თამაშობდა.სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც ეკონომიკის ხარისხი მიიღო. მოგვიანებით ოქსფორდის უნივერსიტეტში ეკონომიკის მაგისტრის და დოქტორის ხარისხები მოიპოვა.

კარნიმ ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო მეუღლე დიანა ფოქსი. წყვილი 1994 წლის ივლისში დაქორწინდა, როდესაც ის სადოქტორო დისერტაციას ამთავრებდა. მათ  ოთხი შვილი ჰყავთ.

კარნიმ 13 წელი გაატარა "გოლდმან საქსში", სადაც ლონდონს, ტოკიოს, ნიუ-იორკსა და ტორონტოს შორის მოგზაურობდა. 2003 წელს შეუერთდა კანადის ცენტრალურ ბანკს, ხოლო 2008 წელს მისი მმართველი გახდა, როცა მსოფლიო გლობალურ ფინანსურ კრიზისში ჩაეფლო.

ლიბერალური პარტიის ხელმძღვანელობისთვის ბრძოლაში კარნიმ სწორედ ეს პერიოდი მიუთითა, როგორც კრიზისების მართვის გამოცდილების მტკიცებულება, რადგან მისი თქმით დაიცვა სამუშაო ადგილები და დაასტაბილურა კანადის ეკონომიკა.

 მისი საქმიანობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ბანკმა (Bank of England) მას მმართველის პოზიცია შესთავაზა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო – ეს პოსტი არასდროს დაუკავებია უცხოელს.

 ბრიტანეთში ყოფნის დროს კარნი კიდევ ერთი გლობალური კრიზისის, ბრექსიტის, წინაშე აღმოჩნდა. 2016 წლის რეფერენდუმამდე მან არაერთხელ გააფრთხილა ბრიტანელი ამომრჩევლები, რომ ევროკავშირის დატოვებას ქვეყნის ეკონომიკაზე დამანგრეველი გავლენა ექნებოდა.

2019 წელს კი გახდა გაეროს სპეციალური დესპანი კლიმატის საკითხებსა და ფინანსებში. 2020 წელს, თითქმის შვიდწლიანი მმართველობის შემდეგ, მან დატოვა ბრიტანეთის ბანკი.

"როცა ბრიტანეთის ბანკის გუბერნატორი გავხდი და სადაზღვევო ინდუსტრიას ვაკონტროლებდი, დავინახე, რომ ბოლო 25 წელიწადში ექსტრემალური ამინდის მოვლენების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, ხოლო მათი ფინანსური ზარალი ხუთჯერ," – განაცხადა კარნიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამის შემდეგ, კლიმატური საკითხები მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა. ის მხარს უჭერს სუფთა ენერგიას, მწვანე ეკონომიკას და დაბალ ნახშირბადიან პოლიტიკას.

კარნი მოითხოვს, რომ ნახშირბადის გადასახადის ტვირთი მომხმარებლების ნაცვლად მსხვილ კომპანიებს დაეკისროთ. ასევე, მან განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით კანადელი მომხმარებლებისა და მცირე ბიზნესისთვის საწვავზე დაწესებული გადასახადი შეიცვლება ფინანსური სტიმულებით, რომლებიც ემისიების შემცირებას წაახალისებს.

 ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კარნის ეკონომიკური გამოცდილება უნიკალურ უპირატესობად შეიძლება იქცეს, რადგან კანადა აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესებისა და სავაჭრო ომის საფრთხის წინაშე დგას. წელს აშშ-მ კანადის პროდუქციაზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, რის შემდეგაც კარნი ღიად დაუპირისპირდა ამ ნაბიჯს და საპასუხო ზომების მიღება მოითხოვა. კვირას, პარტიის ლიდერად არჩევის შემდეგ, მან ტრამპის ადმინისტრაციის გეგმები მწვავედ გაკრიტიკა:

"ტრამპი ესხმის თავს კანადელ ოჯახებს, მუშებსა და ბიზნესს. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით და არ დავუშვებთ!" – განაცხადა კარნიმ. "ვაჭრობაში, ისევე როგორც ჰოკეიში – კანადა გაიმარჯვებს."

 

 

Share Article

More From ვერსია

  • საზოგადოება

    შსს-ს მინისტრი სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა

  • საზოგადოება

    დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს

  • საზოგადოება

    „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები

  • პოლიტიკა

    განმუხურში სანაპირო ზოლი საჭიროებს აღდგენას და დაცვას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ განმუხური-ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული - კობახიძე

  • პოლიტიკა

    ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია - ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე - პრემიერი

  • პოლიტიკა

    იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც - პრემიერი

  • პოლიტიკა

    რა დოკუმენტებს უგზავნის "ქართული ოცნება" TV პირველს

  • კრიმინალი

    გიორგი ბაჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს

  • პოლიტიკა

    ხაზარაძისა და გახარიას პარტიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

  • კრიმინალი

    გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

VERSIA.GE