სამგორის რაიონში, ყადირ შარვაშიძის I გასასვლელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. 
პროექტის მიხედვით, ასფალტის საფარი 2215 კვ.მ ფართობზე დაიგება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 280 800 ლარი გამოიყო.

 მიმდინარე საგზაო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.